Showing posts with label club. Show all posts
Showing posts with label club. Show all posts

Saturday, September 1, 2012

სად წავიდეთ წვიმიან და ზარმაც შაბათ საღამოს?





 იმედია გუშინდელი პარასკევი იმდენად კარგად გაატარეთ რომ დღეს 1 ან 2 საათამდე ლოგინიდან ვერ ადექით და საერთოდაც, როცა თვალი გაახილეთ ყველაფერი ტრიალებდა და ბრუნავდა, მაგრამ თქვენ მაინც კმაყოფილებას გრძნობდით. სამწუხაროდ, მთაწმინდის პარკის ივენთები გადაიდო უამინდობის გამო. სადღაც 8 საათამდე დიდად დავეჭვდი საიდან მოიტანეს ორგანიზატორებმა რომ ღამე გაწვიმდებოდა, მაგრამ როცა მართლაც გამოკოკისპირულდა, ალბათ გულში ყველა მადლობას ვუხდიდით რომ ღია ცის ქვეშ არ ვიწუწებოდით (გაწუწვა და ტოპვა ამ ზაფხულს ბათუმშიც მეყო პირადად მე). ღამე გალერეაში გავიარე, მაგრამ მგონი მუსიკაც არ იყო, ხალხზე რომ არაფერი ვთქვა და შესაბამისად ყველაფერი კანუდოსში დასრულდა ლუდთან ერთად, სადაც ასევე არაფერი საინტერესო ხდებოდა, უბრალოდ კარგი ლუდი აქვთ.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პირველი სექტემბრის და სკოლის თემატიკა წინ წამოწია კანუდოსმა, სადაც განსაკუთრებით უყვართ თემატური საღამოები. თუ აქ აპირებთ შაბათის გატარებას, მოემზადეთ, ბევრი ბრიტნი სპირსები და ბოიზოუნები იქნება და კიდევ 80-90-იანების სხვა ნაცნობი ჰიტები. სკოლის უნიფორმით მისულებს უფასო ვოდკა შეხვდებათ, კოქტეილებზეც ფასდაკლებები იქნება, ასე რომ გართობას მოახერხებთ.

ბარ ლაბორატორიუმში ლერმონტოვზე დღეს iKost დაუკრავს. ამ დიჯეის სეტებს არ დავსწრებივარ და ვერაფერს ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ სალომე კორკოტაშვილთან ერთად რამდენჯერმე მოვუსმინე და საკმაოდ კარგი დრაივი მოდიოდა. შემდეგ უკვე საუნდქლაუდზე ვნახე მისი რემიქსები და ჩამოვუყევი სიამოვნებით, ასე რომ ღირს 8 საათიდან ბარში მისვლა.
პ.ს.: ეს მგონი ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისია, როცა ივენთი მართლა დროულად იწყება, გუშინ შევესწარი.

11 საათიდან "დივანში" Stimmhalt გელოდებათ. გერმანური სახელი არ არის შემთხვევითი. რამდენადაც ვიცი, დათო ღვაბერიძე გერმანიაში მოღვაწეობს უმეტესწილად და თბილისში ხშირად არ უკრავს, არცერთი მოკლუბო ელემენტის რეზიდენტი არ არის და შესაბამისად ამ შანსის გამოყენება ნამდვილად ღირს.

და ბოლოს, კაფე-გალერეა კვლავ, ამჯერად სიხა და ვაკო ტ(აბატაძე) მიქშერთან. არ დავმალავ და გალერეას ყველა ივენთს ყოველთვის ყველაზე მეტი ვირტუალური დამსწრე ყავს, თუმცა გუშინ რატომღაც ამ ადამიანებმა ეტყობა ისევ ვირტუალურობა არჩიეს და დღეს იმედია მეტად ხალხმრავლობა იქნება. ბოლო-ბოლო ვაკოც არ უკრავს ხშირად თბილისში (ძირითადად ბათუმში ბინადრობს).

აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ უცხოელი მკითხველებიც გვყოლია, ვინც სამწუხაროდ ვერაფერსაც ვერ კითხულობენ რეალურად რამდენიმე ლათინური სიტყვის და ციფრების გარდა და შესაბამისად მთხოვეს მოკლე ინფო ინგლისურ ენაზეც დავდო ხოლმე, რასაც დღეიდან მოყოლებული აუცილებლად გავითვალისწინებ.

Recently I found out an amazing news that my blog has non-Georgian readers as well. This is truly awesome. Folks, I took in account your requests, therefore starting from today I will include some information about events in Tbilisi in English too.

Actually, if you want to go out fairly early and not to wait for the night, you can visit Canudos, which is on Elbakidze street (near Metro Rustaveli). They are preparing a theme party dedicated to 1st September. If you dress in a school uniform, you will get a free shot of Vodka, besides the cocktails will be less than the regular price. However, at the same time, be prepared to listen to 80s and 90s music, a lot of Britney, Boyzone, Whitney and probably much more.

Already from 8 p.m. DJ iKost will be playing in Bar Laboratorium. He is quite a nice pal and has good remixes. Have been listening to them the whole morning on Soundcloud, so I would definitely recommend this event in case you are not seeking for big clubs and a lot of people, because you will find neither at this place.

Georgian DJ with a German nickname - Stimmhalt will play at "DIVAN" on Tabidze Street. He is not a frequent event-maker and is not a resident of any club in Tbilisi, therefore you can use this chance to see him play tonight from 11 p.m.

And finally, the most popular cafe-gallery so far offers a dj set by Sikha and Vako T. Both are quite popular, have nice remixes and what is more, usually there are the most electro-lovers at this location.

Please let me know if you have any questions or comments.

Have FUN!




Sunday, June 17, 2012

როგორ გავითანგეთ "დივანში" შაბათს ანუ მაიმუნები და ჯანქები

გუშინ ვიცოდი რომ სიცხის, უჰაერობის და სხვა "ბედნიერებების" მიუხედავად მაინც არ უნდა გამომეტოვებინა ერთი ივენთი, რომელიც გუშინდელ პოსტშიც პრიორიტეტულად ვახსენე. კი, ვგულისხმობ "დივანში" გამართულ "გიგს" MAMM და KFJ-სთან ერთად. მოდი ქრონოლოგიურად მივყვები იმიტომ რომ არის რამდენიმე დეტალი, რაც მინდა უყურადღებოდ არ დავტოვო.

საღამო. 10 საათი. შევდივარ "დივანში", ცოტათი ანერვიულებული ვინაიდან პარასკევიდან მოყოლებული უკვე იწერებოდა რომ ბილეთები ცოტა, თითქმის აღარაა, შეიძლება ვერ შევიდეს ყველა, ადრე უნდა მივიდეთ და მსგავსი ბლაბლა. მებილეთე-გოგონა საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა (რა ვქნა რომ მებილეთეებზე სულ სათვალიანი, ბრაზიანი და მოხუცი ბებოები მახსენდება, რთული ბავშვობა მქონდა ვითომ?) და ქონდა ასობით ბილეთი ყველაფერთან ერთად. არა კი ვხვდები რომ ესეც მარკეტინგული გათვლაა და რაც უფრო მეტს დაწერ რომ "ბილეთები იყიდება და აბა სწრაფად, ეტაკეთ, თორემ მერე აღარ იქნება და დარჩებით გარეთ", მით უფრო მეტი ინტრიგა იქნება და რეალურადაც იყიდის ხალხი, მაგრამ მე მგონი ისედაც ფაქტი იყო, რომ მსმენელის სიმცირე ამ საღამოს არ იქნებოდა.

11.30. შევდივართ "დივანში" მეორედ იმისთვის რომ თვითონ კონცერტზე ჩავიდეთ. მე და ჩემს მეგობარს 2 ბილეთი გვაქვს, კიდევ 2 მეგობარი შემოგვიერთდა, რომლებმაც არ იცოდნენ რომ ბილეთები გვქონდა და ერთბაშად 4 ბილეთი იყიდეს. ამის მერე აღმოჩნდა რომ ზედმეტი 2 გვქონდა და შესაბამისად რადგან ჯერ კიდევ არ ვიყავით ჩასულები, მეგობრებმა ბილეთების უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, რაზეც ძალიან ცივი უარი მიიღეს. არ გამკვირვებია, ბილეთის უკან დაბრუნება მგონი არსად უხარიათ და მაინც, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ბილეთები დაბრუნების ნაცვლად, იქვე იქნა გაყიდული მორიგ ორ ახალწვეულზე.

15-20 წუთის შემდეგ. დაიწყო კონცერტი, გახურდა ხალხი. წამყვანი ლეო ნაფტა (რომელსაც ან არ აქვს ამის ნიჭი და თავი უნდა დაანებოს ან უბრალოდ ცოტა ზედმეტად ალკოჰოლიზირებული იყო) სცენაზე გამოვიდა და გამოაცხადა რომ საღამოს Me and My Monkey ხსნიდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ წინათ, ქოლგას ფოტოების გამოფენაზე როდესაც მოვისმინე ახალი ტრეკი "სიტყვას გეტყვი" ძალიან შეუსაბამოდ მეჩვენა ამ ჯგუფისთვის, გუშინ კი ისე წამოიღო, ვერ ავღწერ. ჟღერადობა კარგი იყო, ხალხიც კარგი, ალკოჰოლიც იყო იქვე ბარში, ალკოჰოლის თავზე გადასხმაც ხდებოდა დალევის გარდა და მოკლედ, ყველაფერი იყო ათიანზე. მე მგონი წელს პირველი ივენთია რომელზეც ბილეთის ფული კი არ დაგენანებოდა, შეიძლება ორმაგი გადაგეხადა რომ იმ ორი საათის მანძილზე ამდენი მუხტი მიგეღო (ალბათ მაგისი ბრალიცაა რომ "დივანიდან" ოთხით გამოვედით კინაღამ, ფეხებში მგრძნობელობა არ გვქონდა). უნდა ავღნიშნო ჯგუფის კოლაბორაციები მაქს მაჩაიძესთან (ნიკაკოის შვილი, აკა საშა გრეი) და ნატუკა ნაცვლიშვილთან (რომელსაც არაჩვეულებრივი ვოკალი აქვს და მიკვირს რომ უფრო აქტიურად არ არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში). 

შემდეგ უკვე KFJ-ს დრო დადგა. რასაკვირველია, ტრადიციებს არ უღალატეს და ზომბი გამოცხადდა ჰელმეტით და პირბადით, მოიტანა წითელი ტელეპუზიკი, რომელიც საუნდ ჩეკის დროს ჩამოახრო მავთულით, გრინჩი აპიარებდა როგორც თვითონ აღნიშნა "ახალ საჩუქარს", კერძოდ ქოთანში დარგულ პლანს (მგონი არ მეშლება), თემო ადეკვატურად იქცეოდა როგორც ყოველთვის. თუ ტეტესთან მაქსი მხოლოდ ერთი სიმღერისთვის ავიდა სცენაზე, ამ შემთხვევაში ის ჯგუფთან ერთად იყო სულ და რეალურად, ჩემთვის მგონი ერთ-ერთი კარგად აღსაქმელი რეპი აქვს.

მადლობა დათო გაბუნიას, რომელიც პერიოდულად სცენაზე ახტებოდა ხოლმე და თავის განთქმულ ადგილზე სირბილს ასრულებდა. მადლობ თაგვს (ვახო ბიჭიკაშვილი კომედი შოუდან ) რომელიც მობილურით იღებდა კადრებს და ჩემი ენის გამოყოფები დააფიქსირა. მადლობა ნინის, რომელიც ვოდკა+რედ ბულს თავზე გვასხამდა და გვაგრილებდა, მერე კი ჭიქაც მოისროლა (იმედია მსხვერპლი არ ყოფილა), ასევე რობოტ ბიჭუნას მადლობა რომ გაგვამხიარულა თავისი არსებობით. მადლობა ყველა ტელეპუზიკს, ქოთანს, სიგარეტის დაგდებულ ბიჩოკებს და ჩემს გადათელილ ფეხსაცმელებს რომ გამიძლეს.

მუდამ თქვენი.
მე.










Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket