Thursday, September 6, 2012

(0)6(0)9 - Good Thursday in Tbilisi and Batumi



06.09.
ნოლები მოვაშოროთ.
რა დარჩა?

კარგი, ეს იქით იყოს და ხუთშაბათის პირობაზე საკმაოდ დატვირთული საღამო იქნება თბილისში დღეს და არა მარტო თბილისში, ბათუმშიც.

დიოგენეს კინოკლუბის ჩვენებებს წინა სეზონზეც განვიხილავდი და არც ახლა გამოვტოვებ. დღეს 8 საათზე არა მხოლოდ ერთ, ან ორ, არამედ მთელ "12 განრისხებულ მამაკაცს" იხილავთ. ეს უკვე კლასიკად ქცეული კინო სიდნი ლუმიტმა გადაიღო და მე მგონი ნანახი თუ არა ყურმოკრული მაინც აქვს ყველა კინომოყვარულს. ასე რომ მიხვალთ სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე, გადაიხდით 3 ლარს, ამ ფასში აიღებთ რაიმე სასმელს პირი რომ არ გაგიშრეთ და თან კინოსაც უყურებთ. მშვენიერია არა?

8 საათიდან კლუბ Safeშიც შეგიძლიათ შეიაროთ, თუმცა ივენთი 11 საათზე დაიწყება და დილამდე გაგრძელდება როგორც ჩანს. პოსტერიდან გამომდინარე გლამურ ფართი იგეგმება, დაუკრავენ Eke და Fa moUs. ეს უკანასკნელი რას წარმოადგენს არ ვიცი, ან რა საჭიროა ეს განცალკევებული დამწერლობა, Uს გამოყოფა.. რას არ მოიფიქრებს ხალხი ყურადღების მისაქცევად. ერთადერთი რაც მომეწონა იყო ივენთის "კედელზე" დადებული Magicianის ტრეკის ლინკი და თუ მართლა დაუკრავენ "კარგებს და ჩქარებს", აუცილებლად მივალ.

გადავინაცვლოთ "დივანში", სადაც 7 საათიდან ალექსეი ცვეტკოვი და მისით დაინტერესებული საზოგადოება შეიკრიბებიან. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვიცოდი ამ პიროვნების ვინაობა აქამდე, მაგრამ საკმაოდ პროგრესულ პოეტად წარმომიდგენია, ვინაიდან ევროპულ რადიო თავისუფლებაში მუშაობდა და სავარაუდოდ აზრების ნაკლებობას არ უჩივის. საინტერესო იქნებოდა მისი ნაწარმოებების მოსმენა.

უკვე 11 საათიდან ამავე ლოკაციაზე რეივი დაიწყება იმიტომ რომ Acid Victim და Telewatt დადგებიან მიქშერთან. რაც საუნდქლაუდზე მოვისმინე, საკმაოდ კარგი რემიქსებია, დაბსტეპი ჭარბობს, შიგადაშიგ ელექტროს ჩანართებით. აი ყველამ რომ დიჯეობა დაიწყო ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ამას აღარ განვავრცობ.

კაფე-გალერეაც ერთ-ერთ ოპციად რჩება, ჭარბი ტექნო, შანშიკა და ნიკალაი, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე გარემო, ბევრი ბარმენი გოგონები და ბიჭგოგოები.

ბათუმი და თბილისი რამ გაყო, სამასრაღაცა კილომეტრმა, ასე რომ ვინც იქ ხართ ან მიემართებით, 9 სექტემბრამდე შეგიძლიათ არტ ფესტივალსაც დაესწროთ, რომელზეც არა მარტო ქართულ კულტურას გაეცნობით უფრო საფუძვლიანად, არამედ ესპანურსაც.

6 საათიდან კი Cocoa Beach ზე დიდი ივენთი იქნება, მოიყრიან თავს ძირითადად ლოკალ დიჯეები და სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობაც იმიტომ, რომ მგონი ბათუმში დამსვენებლების რაოდენობამ კატასტროფულად იკლო, სამაგიეროდ პირდაპირპროპორციულად გაიზარდა მზიანი საათების რაოდენობა, რაც აგვისტოში ჩასულთ გულზე მწარედ გვხვდება, მაგრამ რას ვიზამთ, არ გვჯერა ამ "ბარხატნი" სეზონის და ჩვენი ბრალია, ჩვენი.

Well, let me point out the main gatherings in Tbilisi and also Batumi this evening.
I mentioned one film screening in a cinema club, however I do not think this will be interesting for you, because most probably the movie will be dubbed in Russian language.

On the other hand, you can visit club SAFE starting from 8 p.m. This is in old Tbilisi, Shardeni Street, the big  iron locker door will most definitely attract your attention. The glamour party starts at 11 p.m. with DJ Eke and Fa moUs playing some mixes.

"Divani" on Tabidze Street will welcome a Russian poet Aleksei Tsvetkov at 7 p.m., who has been working in Radio Liberty in Europe and seems to be a very progressive person. Still, if you do not know Russian, there is no point attending this meeting. Nevertheless, if you go there at 11 p.m., you will already find yourself on dubstep event with Georgian young DJs - Telewatt and Acid Victim playing their set. 

Regarding Batumi, an Art festival takes off today and will last until September 9. This will give you the opportunity to discover not only Georgian, but also Spanish culture. You will find exhibitions, musical performances and many more.

Also, today, at 6 p.m. there is a big DJ event on Cocoa Beach (near hotel Marina). I can not say that a lot of people will gather there, because most holiday-makers have already arrived to Tbilisi and their other hometowns, but the music will definitely be waiting for you there.

Cheers!

Sunday, September 2, 2012

ბლუზი, ტრანსი თუ ელექტრონიკა?


Uploaded with ImageShack.us


არდადეგებიც დამთავრდა, შემოდგომაც წვიმებით დაიწყო..წვიმა, წვიმა ყველგან.. შესაბამისად ღია ცის ქვეშ ივენთები ჯერ-ჯერობით არ გვეღირსება როგორც ჩანს და ისევ ძველ, კეთილ სახურავებს უნდა შევაფაროთ თავი.

დღევანდელი საღამო დიდად გაგვახარებს-თქო ვერ ვიტყვი. არც არჩევანია მაინცდამაინც მრავალფეროვანი. 

დავიწყებ პაბით Scarlet Sails, რომელიც ლესელიძეზე მდებარეობს და განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელებში. მახსოვს ადრე კარაოკეებს აწყობდნენ, შესაძლოა ახლაც, მაგრამ დღეს აქ ჯგუფი The Natural Born Lovers დაუკრავს. ვისაც მათთვის არც პაბში მოუსმენია და არც მაგთი კლუბში, გეტყვით, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული ბლუზ ბენდი და თანაც ამტკიცებენ რომ საუკეთესოები არიან. ასე რომ, 9ის ნახევრიდან შეგიძლიათ ეს თავად შეამოწმოთ.

"დივანი" ამჯერად ტრანს მუსიკის საღამოს აწყობს. 10 საათიდან Bigcrow, Avatar და  Dimmonoid გაახარებენ ტრანსის მსმენელებს, ალბათ იმიტომ რომ სხვა თითქმის არავინ აკეთებს ტრანსს თბილისში და შესაბამისად რაც არის, იმითი უნდა დავკმაყოფილდეთ (მე არ მეხება, საერთოდ არ მაინტერესებს ეს მიმდინარეობა).

მოგვიანებით უკვე 12 საათიდან კაფე-გალერეაში ლენი და ტროცკი დაუკრავენ. მაგრამ გაფრთხილებთ, სათანადო ალკოჰოლის დოზის გარეშე არ მიხვიდეთ იმიტომ, რომ გუშინ მე ამ ყველაფერს ფხიზელი თვალით ვერ ვუყურე. მიუხედავად იმისა რომ სიხას სეტები ყოველთვის ენერგიულია (გუშინ ვაკოს გარეშე დაუკრა), ვერაფერმა გადაწონა არსებული სიტუაცია და აღარც ცეკვა მინდოდა, არც ლუდი და საერთოდ თავსხმა წვიმაში სეირნობამ მომიყვანა აზრზე.

This Sunday night does not seem to offer a lot of choice in terms of quality entertainment. However, there still are few options.

Let's start with the pub - Scarlet Sails on Leselidze Street, which is usually very popular among foreigners in Tbilisi. Tonight a Georgian-American blues band - The Natural Born Lovers will perform there. They claim to be the best in this genre and actually I guess blues-lovers do like them, so you can listen to them yourself and make your decisions starting from half past eight.

"Divani" on Tabidze street is planning to make a trance party with three DJs - Bigcrow, Avatar and Dimmonoid. Can not really say that this is the best thing you will listen, but it is clear that we do not have a lot of people fond of making trance music, so the choice is not wide. Anyway, if you feel like listening to trance, join Divani from 10 p.m.

And last but not least is Cafe-Gallery, where Lenny and Trotsky will offer quite nice electronic music straight from midnight. Although the music will not disappoint you, make sure to drink some alcohol before you go. You will say thanks to me afterwards.

That's it for today. 

Cheers! 

Saturday, September 1, 2012

სად წავიდეთ წვიმიან და ზარმაც შაბათ საღამოს?





 იმედია გუშინდელი პარასკევი იმდენად კარგად გაატარეთ რომ დღეს 1 ან 2 საათამდე ლოგინიდან ვერ ადექით და საერთოდაც, როცა თვალი გაახილეთ ყველაფერი ტრიალებდა და ბრუნავდა, მაგრამ თქვენ მაინც კმაყოფილებას გრძნობდით. სამწუხაროდ, მთაწმინდის პარკის ივენთები გადაიდო უამინდობის გამო. სადღაც 8 საათამდე დიდად დავეჭვდი საიდან მოიტანეს ორგანიზატორებმა რომ ღამე გაწვიმდებოდა, მაგრამ როცა მართლაც გამოკოკისპირულდა, ალბათ გულში ყველა მადლობას ვუხდიდით რომ ღია ცის ქვეშ არ ვიწუწებოდით (გაწუწვა და ტოპვა ამ ზაფხულს ბათუმშიც მეყო პირადად მე). ღამე გალერეაში გავიარე, მაგრამ მგონი მუსიკაც არ იყო, ხალხზე რომ არაფერი ვთქვა და შესაბამისად ყველაფერი კანუდოსში დასრულდა ლუდთან ერთად, სადაც ასევე არაფერი საინტერესო ხდებოდა, უბრალოდ კარგი ლუდი აქვთ.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, პირველი სექტემბრის და სკოლის თემატიკა წინ წამოწია კანუდოსმა, სადაც განსაკუთრებით უყვართ თემატური საღამოები. თუ აქ აპირებთ შაბათის გატარებას, მოემზადეთ, ბევრი ბრიტნი სპირსები და ბოიზოუნები იქნება და კიდევ 80-90-იანების სხვა ნაცნობი ჰიტები. სკოლის უნიფორმით მისულებს უფასო ვოდკა შეხვდებათ, კოქტეილებზეც ფასდაკლებები იქნება, ასე რომ გართობას მოახერხებთ.

ბარ ლაბორატორიუმში ლერმონტოვზე დღეს iKost დაუკრავს. ამ დიჯეის სეტებს არ დავსწრებივარ და ვერაფერს ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ სალომე კორკოტაშვილთან ერთად რამდენჯერმე მოვუსმინე და საკმაოდ კარგი დრაივი მოდიოდა. შემდეგ უკვე საუნდქლაუდზე ვნახე მისი რემიქსები და ჩამოვუყევი სიამოვნებით, ასე რომ ღირს 8 საათიდან ბარში მისვლა.
პ.ს.: ეს მგონი ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისია, როცა ივენთი მართლა დროულად იწყება, გუშინ შევესწარი.

11 საათიდან "დივანში" Stimmhalt გელოდებათ. გერმანური სახელი არ არის შემთხვევითი. რამდენადაც ვიცი, დათო ღვაბერიძე გერმანიაში მოღვაწეობს უმეტესწილად და თბილისში ხშირად არ უკრავს, არცერთი მოკლუბო ელემენტის რეზიდენტი არ არის და შესაბამისად ამ შანსის გამოყენება ნამდვილად ღირს.

და ბოლოს, კაფე-გალერეა კვლავ, ამჯერად სიხა და ვაკო ტ(აბატაძე) მიქშერთან. არ დავმალავ და გალერეას ყველა ივენთს ყოველთვის ყველაზე მეტი ვირტუალური დამსწრე ყავს, თუმცა გუშინ რატომღაც ამ ადამიანებმა ეტყობა ისევ ვირტუალურობა არჩიეს და დღეს იმედია მეტად ხალხმრავლობა იქნება. ბოლო-ბოლო ვაკოც არ უკრავს ხშირად თბილისში (ძირითადად ბათუმში ბინადრობს).

აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჩვენ უცხოელი მკითხველებიც გვყოლია, ვინც სამწუხაროდ ვერაფერსაც ვერ კითხულობენ რეალურად რამდენიმე ლათინური სიტყვის და ციფრების გარდა და შესაბამისად მთხოვეს მოკლე ინფო ინგლისურ ენაზეც დავდო ხოლმე, რასაც დღეიდან მოყოლებული აუცილებლად გავითვალისწინებ.

Recently I found out an amazing news that my blog has non-Georgian readers as well. This is truly awesome. Folks, I took in account your requests, therefore starting from today I will include some information about events in Tbilisi in English too.

Actually, if you want to go out fairly early and not to wait for the night, you can visit Canudos, which is on Elbakidze street (near Metro Rustaveli). They are preparing a theme party dedicated to 1st September. If you dress in a school uniform, you will get a free shot of Vodka, besides the cocktails will be less than the regular price. However, at the same time, be prepared to listen to 80s and 90s music, a lot of Britney, Boyzone, Whitney and probably much more.

Already from 8 p.m. DJ iKost will be playing in Bar Laboratorium. He is quite a nice pal and has good remixes. Have been listening to them the whole morning on Soundcloud, so I would definitely recommend this event in case you are not seeking for big clubs and a lot of people, because you will find neither at this place.

Georgian DJ with a German nickname - Stimmhalt will play at "DIVAN" on Tabidze Street. He is not a frequent event-maker and is not a resident of any club in Tbilisi, therefore you can use this chance to see him play tonight from 11 p.m.

And finally, the most popular cafe-gallery so far offers a dj set by Sikha and Vako T. Both are quite popular, have nice remixes and what is more, usually there are the most electro-lovers at this location.

Please let me know if you have any questions or comments.

Have FUN!




Friday, August 31, 2012

WE ARE BACK! ზაფხულის ბოლო დღე თბილისში



ერთ-თვიანი პაუზის (ან თუ გინდა დავარქმევ სიზარმაცეს, დასვენებას, არდადეგებს) შემდეგ საბოლოოდ აღვსდექი და მზად ვარ ინფორმატორობა კვლავ შევითავსო, მითუმეტეს რომ მიმკვდარებული აგვისტოს მერე თბილისი როგორც იქნა ხალხით შეივსო, გამოცოცხლდა და შესაბამისად დღეს საღამოს/ღამე ე.წ. სეზონის გახსნა გველის.


აბა მოვემზადეთ!


პირველ რიგში უფრო მასშტაბურ ივენთს გამოვყოფდი, რომელიც 6 საათზე სკეიტ პარკში დაიწყება. ცოტა სკეპტიკურად აღვიქვამ ამ დროს იმიტომ, რომ ორგანიზატორების და თვითონ დიჯეების გარდა ამ დროს არასდროს არავინ არის ხოლმე დანიშნულების ადგილზე. მიუხედავად ამისა, ივენთის ვოლზე ირწმუნებიან ზუსტად დროზე დაიწყებაო. ნუ თუ სხვა საქმე არ გაქვთ, რატომაც არა. რაც ადრე და რაც მეტი, მით უკეთესი. რაც შეეხება ლაინ-აფს, თემატურად ახლოსმდგომი ადამიანები დაუკრავენ: ტომასი, ლაშა კრაფტი, Solar Eclipse, Forest, Stimmhalt. დასრულების დრო არსად მითითებული არაა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ აფთერ-ფართი არის "დივანში" და იწყება 11 საათზე, ესეიგი სკეიტ პარკში ყველაფერი 10 საათისთვის დამთავრდება. ვისაც არ ეყოფა მუსიკის დოზა, უკვე კლუბურ გარემოში შეგიძლიათ მოუსმინოთ ტომასს და სოლარ ეკლიპსს.


ვინაიდან "დივანი" ვახსენე, აქვე ავღნიშნავ კიდევ ერთ ივენთს, რომელიც აქ 9-ის ნახევარზე დაიწყება. ეს იქნება ვიკეას და ოთოს დუეტი. რამდენადაც მსმენია, ვიკეა საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებელია, თუმცა როგორც ვხვდები იმდენად არ იქნება ორიგინალი სიმღერები, რამდენადაც ქავერები. ჯაზი, ალტერნატივა და საინტერესო ინტერპრეტაცია - აი ეს დაგხვდებათ წესით მათ ივენთზე.


გახსოვთ "პაპრიკა" ლერმონტოვის ქუჩაზე? (პურ-პურთან). ახლა იქ ბარ ლაბორატორიუმი ფუნქციონირებს. მართალია სულაც არ არის თითქოს საკლუბო გარემო, მაგრამ იმდენად მომწონს მისი აურა, რომ სიამოვნებით წავიდოდი დღეს ბაჩოს და სიხას სეტზე. დიახ, ეს დუო სწორედ კაფე გალერეას რეზიდენტები არიან. სიხა აგვისტოში ბათუმის ბევრ ივენთზე შემომხვდა და არასდროს გაუცრუებია იმედი, ბაჩოს და მისი ტანდემიც ენერგიულია და 8 საათზე იწყება.


კაფე-გალერეაც გამოცოცხლდა და დღეს ისევდაისევ ბაჩო და თომა აღმოჩნდებიან მიქშერთან 12-ის ნახევრიდან.



ვეჭვობ საკმაოდ ბევრს დააინტერესებს ბოლო და გემრიელ ლუკმად შემოტოვებული ივენთი - მთაწმინდის პარკში 10 საათიდან ღამის 2-მდე Greenbeam&Leon დაუკრავენ. 


მუსიკალური მხრივ დამეთანხმებით საკმაოდ ნორმალური არჩევანია.
რაც შეეხება, კინომოყვარულებს, კინო სახლმა განაახლა ფილმების ჩვენება და 6 საათზე მხოლოდ ერთ ლარად შეგიძლიათ იხილოთ კიმ კიდუკის "ცუდი ბიჭი" (ნეტა არსებობს "კარგი ბიჭის" ცნება სადმე)?


ჰევ ფან და გააპარასკევეთ ბოლომდე.





Friday, July 27, 2012

არა-დაკოპირებული პოსტი ანუ მორიგი პარასკევი თბილისში




დადგა უიქენდის დრო. სიმართლე რომ ვთქვა, რაც დრო გადის, მით უფრო მგონია რომ წინა კვირების პოსტების დაკოპირებაც კი შემიძლია, იმიტომ რომ არაფერი ახალი არ ხდება. იტყვით ალბათ, ხომ იცოდი სადაც ცხოვრობ, რა გინდოდა მაშინ, ეს ბლოგი რატომ წამოიწყეო, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი იმედით ცხოვრობს, იმედი კი ისეთი ოხერია რომ ბევრ რამეს გაგაკეთებინებს.

დღევანდელი საღამოს მიმოხილვას ყველაზე მასშტაბური ივენთით დავიწყებ, რომელიც გლდანში, კვლავ თეთრ ტბაზეა დაგეგმილი. მე მგონი ადამიანებმა არ იციან ზუსტად სიტყვა "ფესტივალის" მნიშვნელობა იმიტომ რომ ბოლო დროს რაც კი რამე გაკეთდა, თითქმის ყველაფერს ფესტივალს არქმევენ, არადა დარწმუნებული ვარ რომ არ შეიძლება ამდენი "ფესტივალი" აკეთონ ყოველწლიურად. ამ ჯერზე ეს არის Living the Dream ფართი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ნონ-სტოპ უნდა ჩატარდეს და წესით უკვე შუადღის თორმეტ საათზე უნდა აეღო სტარტი. ლაინ-აფს რაც შეეხება, დიდად შთამბეჭდავი არ მომეჩვენა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩამოგრძელებულია. დაუკრავენ Misha G, Mixline, Soul DeeJays, Dimitri Funky და კიდევ ბევრი არაფრისმთქმელი სახელები (რა ვქნა, არ ვარ მათ სამეგობროში და არ ვიცნობ).

შემდეგ უკვე ნატახტარის ექსტრემალური ფართი იმსახურებს განხილვას. თუ იცით სად არის ნატახტარის აეროდრომი (ჩემგან განსხვავებით) და თან თუ ბაიკერი ან ოფროუდერი ხართ, ეს ივენთი ალბათ განსაკუთრებით მოგეწონებათ. მე პირადად უფასო ლუდის იდეაც მომეწონა, მაგრამ სამწუხაროდ არაა დაკონკრეტებული, რა ტიპის მუსიკა იქნება, ლაივი თუ ლეპტოპური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პარასკევი საქველმოქმედო საღამოს გარეშეც არ ჩაივლის, ასე რომ ვისაც 5 ლარი არ ენანება, წაბრძანდით "მაგთი კლუბში" 9 საათზე. აქ გაიმართება ახალი ფონდის პრეზენტაცია, რომელიც მიუსაფარ ადამიანთა დახმარებას ისახავს მიზნად და იმისთვის, რომ ხალხი მიიზიდონ ამ ერთი შეხედვით მოსაწყენ ღონისძიებაზე, დიჯეიც კი დაუკრავს, სპეც-სტუმრები კი ელენე კალანდაძე (ყოფილი ვარსკვლავების აკადემიელი) და ნოდარიკო ხუციშვილი იქნებიან.

"დივანში" საღამო ისევ ორ ნაწილად გაიყოფა. 8 საათიდან ერთგვარი პეჩაკუჩა (PechaKucha) ივენთია დაგეგმილი, რაც როგორც მივხვდი აერთიანებს კრეატიულ ხალხს, ისინი ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ნამუშევრებს და წესით საკმაოდ საინტერესოდ უნდა ჩაიაროს. ამის შემდეგ უკვე Solar Eclipse-ის ჯერი დგება 11 საათიდან. ეს ჯგუფი (ჯგუფი გამხდარა, ადრე როგორც მახსოვს ერთი ადამიანი უკრავდა) Forestის შვილობილია და ვერ ვიტყვი რომ ან ისეთივე პოპულარულია ან ისევე მოსაწონი, როგორც წინამორბედი, მაგრამ ალბათ ბევრ გადაღეჭილ "მიქშერისტებს" სჯობს.

DJ გიგი ჩიჩუა, რომელიც მახსოვს Mezzoს სახე იყო, ამჯერად მისონში გადაბარგებულა და დღეს 11 საათიდან დაუკრავს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში ამ ივენთის "პოპულარობას" გავითვალისწინებთ, დიჯეი ალბათ მისონის მომსახურე პერსონალს თუ აიყოლიებს მხოლოდ.

კაფე-გალერეაში დღეს კობერტი და ბაჩო ჩალაძე უკრავენ. საკმაოდ კარგი ტანდემია (თუ მეხსიერება არ მღალატობს)

აი ძირითადად ასეთი საღამო ჩაივლის დღეს თბილისში, უიქენდის შესახებ თუ გინდათ ინფო, ოდნავ მოგვიანებით შემოიხედეთ


Tuesday, July 24, 2012

ღამეული შთაბეჭდილებები ლუდის ფესტივალიდან

ვინაიდან პარასკევს ღამე უკანმოუხედავად გავეშურე ბათუმისკენ და უიქენდიც იქ გავატარე, შესაბამისად აქაურ მოვლენებს დიდად თვალი ვერ ვადევნე და ვერც ჩემს შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ გარდა ერთი ღონისძიებისა, რომელიც არის ლუდის ფესტივალი.

საქმე ასე იყო: თბილისში ჩამოვედით კვირას ღამის 11 საათზე და რატომღაც ავიტეხეთ რომ გვინდოდა რესპუბლიკის მოედანზე გავლა. ტაქსიდანვე შევნიშნეთ, რომ ხალხი არ იყო დაშლილი, და ტალღები მიდი-მოდიოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. მე არ ვიცი იქ როგორ გაძლო ზოგმა მთელი დღე, მაგრამ ჩემთვის 45 წუთი იყო მაქსიმუმი. შესაძლოა ჩემი დიდი ზურგჩანთის ბრალიც იყო, მაგრამ ისეთი სასწაული კონტიგენტი იყო რომ მე მგონი ზუგრჩანთის გარეშეც იგივე აზრზე დავრჩებოდი. 

რომ მივედი, ჯერ მომესმა გოგო ვოკალისტის ხმა და ფანქ მუსიკა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ კიდევ ვიღაც უხოელი ჩამოიყვანეს, თან ლაინ-აფს ვიხსენებდი სადაც აშკარად არ შემიმჩნევია არაქართველი შემსრულებელი. ცოტა რომ მივუახლოვდი სცენას, უკვე სალიო კორკოტა ვიცანი, მის გვერდით მაქს მაჩაიძე და მიხვდი რატომ მომეწონა მუსიკა ასე ძალიან. იმდენად კარგი შთაბეჭდილება გამომყვა რომ სალიოს შემდეგ ივენთზე წასვლის სურვილიც მექნება (რაზეც აქამდე დიდ ენთუზიაზმს არ გამოვხატავდი).

მაგრამ ჰოი, ხალხებო, რატომ უნდა მიხვიდეთ ნებისმიერ გოგოსთან და დაუწყოთ დაკერვა, გამოცეკვის მცდელობა, უკან გამოკიდება, თვალების გაფართოვება, ქვევიდან ზემოთ თვალიერება, რაღაც სიტყვების წამოსროლა...ან რა აუცილებელია ლუდის ფესტივალზე ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ ხეპრე ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული ქცევის წესები არ იციან. დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ამ კონტიგენტის არსებობის გამო არ მივიდა ძალიან ბევრი ადამიანი ფესტივალზე და ისიც ვიცი რომ ორგანიზატორებს სრულებით არ აინტერესებს ჩემნაირების ეს განწყობა, იმიტომ რომ მსგავსი ღონისძიებები ორიენტაცია აღებულია სწორედ ზემოთხსენებულზე.

საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ დავასკვენი რომ მსგავს დიდ და უფასო ფესტივალებს არ უნდა ველოდო.

პ.ს.: ლუდი არ დამილევია, თორემ ისე ეჭვი მაქვს მაგაზეც საკმაოდ ბევრი იქნებოდა დასაწერი.

პ.პ.ს: ლუდის ფესტივალი ასეთი ვიცი მე

Friday, July 20, 2012

ყველაზე შაბათი ანუ ლუდები, ტბები, ღრუბლები და ბევრი სხვაც თბილისში

ტკბილი უიქენდი გზაშია და თან ძალიან დიდი გუდა აქვს გატენილი სხვადასხვა ივენთებით.

წინა კვირის ნაცვლად, ლუდის ფესტივალი სწორედ ამ კვირაში ჩატარდება. იქნება ბევრი ლუდი, უფრო მეტი ქაფი, ა-ლა-გერმანელი მელუდე გოგოები (თუ გინდა ჩინური პატენტი დაარქვით) და ყველა ის ბენდი, რომლებსაც ყოველ დღე ისედაც თითქმის ყველა ლაივზე ვხედავთ (თუ ისე ლაივზე არა, პეროვზე ნამდვილად). ერთადერთი გამონაკლისია ჯგუფი "მგზავრები", რომელიც მგონი წინა ფესტის მერე საქართველოში აღარ გამოჩენილა და რამდენადაც ვიცი უკრაინაში მოღვაწეობენ, თუმცა თავის დროზე იმდენად მოგვაბეზრეს თავი რომ მე მგონი სცენაზე ავლენ თუ არა, ხალხი დაიშლება.

არანაკლებ გახმოვანდა კიდევ ერთი ფესტი, თუმცა ამჯერად საქმე გვაქვს დიჯეებთან, თეთრ ტბაზე (აი რომ ვახსენებდი გლდანი გამეინსტრიმდა-მეთქი). იწყება 8 საათზე, ლაინ-აფი ისეთია არ მოიწყენ (განსაკუთრებით თუ მოგვიანებით მიხვალ) და იქ მერე წავა ჟორჟიკა, ფორესტი, ბერო, ვაკო K, აწ უკვე ასპარეზზე მრავლად გამოჩენილი ლაშა კრაფტი და სხვანი და სხვანი. რაღაცნაირად შარშანდელი ვაკის პარკის დიჯეი ფესტი გამახსენდა, მაგრამ მივხვდი რომ შედარება არ ღირდა. ხალხის სიმრავლით ის ივენთი არ გამოირჩეოდა, მაგრამ ორ-დღიანი იყო, უფრო მასშტაბური და უფრო მრავალფეროვანიც. ასე რომ, ეტყობა წელს მხოლოდ ამით უნდა დავკმაყოფილდეთ (თბილისში ეს, თორემ ბათუმში კარგი ლუკმა მაქვს მოგდებული აგვისტოს დასაწყისში).

წინა კვირის კიდევ ერთი ფავორიტი კონცერტი გაიმართება "ვიტამინში", ვგულისხმობ CATCH THE CLOUDSის დებიუტს და ვუსურვებ ღამის 11ის ნახევარზე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ბევრ მელანქოლიას, რომელიც მათ სიმღერებს ძალიან უხდება, მე კი დეპრესიაში მაგდებს.

ეჭვი მაქვს რომ დღის ივენთი მაინც Kung Fu Junkie იქნება დივანში, რომელიც ისე აზომბირებს ყველას (მათ შორის მეც) რომ დღეგამოშვებითაც ვივლიდი მათ ლაივებზე. მართალია ბილეთი ფასიანია და 10 ლარი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ საქმეს ხმარდება, კერძოდ ქალთა ფონდს, ასე რომ არანაირად არ ღირს ამ თანხით სადმე 2 2-ლიტრიანი ლუდის ყიდვა, ან მომავალი კვირისთვის გადადება. 

Unique-ში ამჯერად თავი შეიკავეს უცხო სახელებისგან და სახეებისგან და დიად ოთხეულს წარმოგვიდგენენ - გიო შენგელია, კობერტი, ბაჩო ჩალაძე და ირაკლი შონია. სეტი 11 საათზე დაიწყება და მიუხედავად იმისა რომ მიმზიდველი ლაინ-აფია, თვითონ ამ კლუბმა მაინც ვერაფრით ვერ მიმიზიდა. ნეტა ფრედ ფალკე რომ ჩამოიყვანონ კიდევ ერთხელ ან ლუის ლა როშე, თუ წავალ..

MEZZOშიც ხმაურია დღეს, თან საკმაოდ დიდი მოლოდინი აქვს ამ ქაფი-ფართის. დიდად ვერ წარმომიდგენია როგორ მოახდენენ ამ საოცრებას და მსოფლიო დონეზე ჩაფიქრებულ წვეულებას, მაგრამ ფაქტია რომ აპირებენ.

ამასობაში კაფე-გალერეაში ბერო და სიხა დაუკრავენ ბედნიერად.
ჭირი იქა, ლხინი აქა

პ.ს.: უი, ვინც ბათუმში მიდიხართ, რანდევუში შეიარეთ 11 საათიდან, და კორკოტას ნახავთ დიჯეის ამპლუაში.

თბილისში თუ ქუთაისში - პარასკევს ყველგან რაღაც ხდება

და აი მორიგი პარასკევიც ახლოვდება, ახლოვდება რა, სულ მალე გაპარასკევდება და სადაც წინა თარსი გადავიტანეთ, ხვალ ალბათ ყველაფერი უკეთ ჩაივლის.

პოეზიის დიდ მოყვარულებს 7 საათიდან შეუძლიათ "დიოგენეს" წიგნის მაღაზიაში შეიარონ სადაც მედეა იმერლიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია იქნება. მართლია, ვეცადე ინტერნეტში მომეძებნა მისი რამდენიმე ნამუშევარი მაინც, სამწუხაროდ ამაოდ, არცერთი სრული ვერსია არ ამომიგდო ძიების საიტებმა, მხოლოდ რამდენიმე სათაურით დაკმაყოფილება მომიწია. ასე რომ, სამწუხაროდ ვერ გამოვთქვამ ჩემს პირად და მიკერძოებულ მოსაზრებას მის შესახებ.

ვინც თბილისში ყოფნას ხვალ არ აპირებთ, 6 საათისთვის ქუთაისში უნდა ჩახვიდეთ რომ ოქროს ჩარდახში როკ კონცერტს დაესწროთ. კონცერტის სახელია "როკი და დემოკრატია", საკმაოდ გამბედავად ჟღერს არა? რაღაც ძველი ანარქისტების სუნიც მცემს, ლაინ-აფის დანახვაც გულს ახარებს, ძველი სახელები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილან არსად - ლაბირინთი, Crossroad, GREEN MAMA, ასევე რობი კუხიანიძე და ბაკურ ბურდული (რომელიც საერთოდ ამოვარდნილია ამ ჩამონათვალიდან, მაგრამ ფაქტია რომ კონცერტში მონაწილეობას იღებს). კონცერტს კონცეპტუალური ხასიათი აქვს იმიტომ რომ დემოკრატიის სკოლების პიარს აკეთებს.

გადმოვინაცვლოთ ისევ თბილისში, სადაც "დივანი" 11 საათიდან Greenbeam & Leonს უთმობს ასპარეზს, შესაბამისად მათ პროექტს - Autumn Tree. პირველ რიგში იმიტომ ვაფასებ ამ ადამიანებს, რომ კაფე-გალერეას რეზიდენტები არ არიან და ასე ხანდახან რომ გამოჩნდებიან ამა თუ იმ ივენთზე ორმაგად და სამმაგად გვიხარია ხოლმე. 

ამასობაში სენატს ჩამოყავს GIOM, რომელზე მოსახვედრადაც უნდა გადაიხადოთ 20 ლარი. სამაგიეროდ იტყვით შემდეგ რომ უცხოელი დიჯეის დაკრულზე იცეკვეთ და "აუუუ, რა მაგარი იყო" და "რა მაგრად გამიქსააა". ხუმრობა, ხუმრობად, მაგრამ რასაც მოვუსმინე საკმაოდ კარგი ტრეკები აქვს, ალბათ ღირს შეხედვა მაინც.

MEZZOს ივენთები საკმაოდ კარგა ხანია არ მხვდებოდა თვალში ან ისეთი იყო რომ ყურადსაღებად არ ღირდა, სამაგიეროდ ხვალ რეტრო ფართია დაგეგმილი, დიჯეების მხრივ დიდ აღფრთოვანებას ვერ გამოვთქვამ - ნიკალაი, დარქი..არ მსმენია მათზე ადრე და არც ექსპერიმენტების სურვილი გამიჩნდა, აი საქსაფონისტს კი მოუსმენდა ადამიანი. იპოვე დადებითი ნებისმიერ ივენთში (c)მე

და ბოლოს, კაფე-გალერეა, სადაც ხვალ თომას და გიო შენგელიას ჯერია. გოუ ბოიზ!

Thursday, July 19, 2012

სად წავიდეთ ხუთშაბათ საღამოს


 გახუთშაბათდა, განწყობა თანდათან გამოკეთდა, წვიმებმა გადაიარა, ჰაერი კვლავ ჩაიხუთა, სუნთქვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ასე რომ საღამოს შეიძლება დროის გატარება.

თუ პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებ, პირველ ადგილს უდავოდ გრინჩის ივენთი იკავებს კაფე-გალერეაში. მართალია ლოკაცია უკვე აღარ მიზიდავს, მაგრამ სავარაუდოდ მართლა Trippy Night იქნება, გრინჩს კი კარგად შეუძლია ხალხის გახურება.

სასიამოვნოდ გამიხარდა გიო ბებიავას გამოჩენა არენაზე. შარშან საკმაოდ ხშირად უკრავდა, უმეტესწილად იუჯინ რეისთან ერთად სახურავ-ფართიებზე, წელს კი ფაქტიურად არსად შემინიშნავს. აი დღეს ღამე სენატში გიო Dj Vakhato-სთან ერთად დაუკრავს. მოასწარით პირველ საათამდე მოხვდეთ ვაკის პარკის ტერიტორიაზე თორემ შემდეგ უკვე 20 ლარის გადახდა მოგიწევთ. ისე, ყოველთვის არ მასვენებდა კითხვა, რატომ არის ასეთი ვითომდა ძალიან "ფეშნ" კლუბები უმეტესწილად ცარიელი და კაფე-გალერეასმაგვარი ადგილები გადატენილი, თქვენ გაქვთ თქვენი ვერსია? თუ დაწერთ, ჩემ ვერსიასაც შემდეგ გავამხელ.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ კანუდოსში ყოველ ხუთშაბათს იმართება ლაივი, უკრავს ბენდი, არის შედარებით წყნარი სიტუაცია და ლუდის მოსაწრუპად მშვენიერი გარემოა შექმნილი.

და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის კინო-ჩვენება რომელიც დღეს "დიოგენეს" კინო-კლუბში იგეგმება, კერძოდ "სიკვდილი ვენეციაში", რომლის რეჟისორია ლუკინო ვისკონტი. თუ არ გაქვთ ეს კინო ნანახი და ისიც იცით რომ (ჩემსავით) სახლში ამის მნახველი არ ხართ, 8 საათზე სპორტის სასახლის გზას დაადექით და ნახეთ. მართლაც რომ შთამბეჭდავი კინოა და ისეთი არა მარტო რამდენიმე საათი, არამედ შეიძლება რამდენიმე დღე გაგყვეთ მასზე ფიქრი.

ხვალ, ანუ პარასკევიდან უკვე დიდი მოძრაობა შეინიშნება თბილისში, საღამოს თუ შემოიხედავთ ბლოგზე, შეგიძლიათ უიქენდიც დაგეგმოთ.



Tuesday, July 17, 2012

რა არ ხდება თბილისში და რატომ უნდა გადავბარგდეთ ბათუმში

არ ვიცი თქვენი კვირაც თავიდანვე ასე ჩაფუშულად დაიწყო თუ არა, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ზაფხული არ ზაფხულობს, მითუმეტეს შარშანდელ ზაფხულს რომ ვიხსენებ, აშკარად უფრო მეტი წასასვლელი იყო და უფრო მეტი ღონისძიება იგეგმებოდა. ვერც იმას ვიხსენებ კონკრეტულად სად დავდიოდი, მაგრამ ფაქტია რომ არ ვწუწუნებდი დიდად და უმეტესწილად კმაყოფილებას გამოვთქვამდი.

ასეა თუ ისე, დღეს პატარ-პატარა გამონათებები გველის..არა, ალბათ ერთი გამონათება, კერძოდ კანუდოსის ლაივი. წინა კვირას რომ ვიყავი, დავწერე ფიდბეკი და იმდენად მომეწონა და გავერთე რომ დღესაც არ ვიტყოდი უარს გავლაზე. ლაივი იწყება 9 საათზე, მუსიკა კარგია და ქავერებიც არ არის "პეროვის ყაიდაზე მოჭრილი", ასე რომ უიქენდამდე გზა საფუძვლიანად შემოკლდება საღამოს აქ თუ გავივლით.

თბილისელებისთვის დიდად გასახარია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ დღეებში თუ ბათუმში გადანაცვლებას ან ცოტა ხნით გადასვლას მაინც აპირებთ, იქ მთელი 5 დღის განმავლობაში - დაწყებული დღეიდან და კვირის ჩათვლით ქართული ბენდები და შემსრულებლები (ZurGi, LOUDspeakers, The Balloon Shooters, SalioDato Lomidze & The Jet Bird, AnichkA & Coo) ბათუმის ბულვარში იქნებიან გაფანტული და სხვადასხვა ლოკაციებზე დაუკრავენ აკუსტიკურად. ეს ისეთი შემთხვევაა როცა შეიძლება თბილისში სულაც არ დადიოდე მათ კონცერტებზე, არ უსმენდე, მაგრამ ბათუმის აურა და გარემო ყველაფერს ბევრად უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს, იმდენად მიმზიდველად რომ დღეს კინაღამ მეც გამგზავრება გადავწყვიტე, მანქანა რომ მყავდეს ალბათ ვერც ვერაფერი შემიშლიდა ხელს და დღეს საღამოს დაგეგმილ პირველ ლაივსაც ჩავუსწრებდი. 

ბათუმი არა მხოლოდ ზემოთხსენებული ივენთის გამო იქნება ხალხით გადატვირთული, გუშინ უკვე დაიწყო ყოველწლიური ჯაზ ფესტივალი (რომელზეც უკლებლივ ყოველ ზაფხულს ვგეგმავ წასვლას და მაინც თბილისში ამოვყოფ ხოლმე თავს) რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სასტუმროების სრული ოკუპაცია იმაზე მიუთითებს რომ ფესტივალი პოპულარულია, თუმცა არა იმაზე რომ საქართველოში ბევრი ადამიანი უსმენს ჯაზს. დიდად რომ ვთქვა არ აღმაფრთოვანა ლაინ-აფმა, ჯაზის მცოდეობას არ ვიჩემებ, მაგრამ ვთვლი რომ გარკვეული ვარ შემსრულებლებში და არცერთმა სახელმა დიდად არ მიმიზიდა გარდა სერხიო მენდესისა, რომელიც მგონი ბავშვობიდან მესმის ყურში. Larry Grahamის მოსმენაც არ იქნებოდა ურიგო, მითუმეტეს რომ ფანკს უკრავს. 

სამწუხაროდ, თბილისში დარჩენილებს დღეს საღამოს მგონი სხვა ვერაფერი გაგვახარებს. ყურები არ ჩამოვუშვათ, უიქენდი წინაა, განსაკუთრებით პარასკევიდან ველოდები სიამოვნებებს, რომლებზეც როდის დავწერ? 

რათქმაუნდა..ცოტა მოგვიანებით.


Saturday, July 14, 2012

პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი აფ'დეითი

Photobucket


წვიმაც იყო, გადაიღო კიდეც, მაგრამ გარე ივენთებიდან ზოგი ჩაიშალა (იყალთო), ზოგიც გადაიდო (ვიტამინში Catch the Clouds).
ასე რომ,
Freak out

ან ჩაუჯექით Catch the Clouds-ს საუნდქლაუდზე (როგორც მე)

შაბათობა ლუდის ფესტივალის და მგონი წვიმის გარეშეც

გამოგიცდიათ ნახევრად მზა პოსტის წაშლის სიმწარე? მე კარგა ხანია არ მქონდა გამოცდილი და მხოლოდ ნახევარი წუთის წინ შემზარა. რა გაეწყობა, მეორე ამოსუნთქვა მეყოფა ალბათ რომ ახლიდან დავიწყო.

ერთი სიტყვით, იმას ვწერდი რომ თუ გუშინდელ პარასკევ-ცამეტს გადაურჩით და ამას კითხულობთ, გილოცავთ! იმედია თქვენ კიდევ ერთი ფობია გადალახეთ.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკმაოდ არაპროგნოზირებადია, ვინაიდან ზოგი თავსხმა წვიმას და ცის დამხობას ელის, ზოგიც ამტკიცებს რომ ყველა წყარო უნამუსოდ იტყუება და მზიანი დღე გველის. ასეა თუ ისე, ლუდის ფესტივალის ორგანიზატორებმა მაინც გადაწყვიტეს თავი დაეზღვიათ და გადაედოთ 2-დღიანი ღონისძიება.
პ.ს.: ეს ის ლუდის ფესტივალია არავის რომ ლუდი არ მოსწონს და ყველა რომ გამომსვლელ ჯგუფებს და მომღერლებს ლანძღავს და მაინც დილიდან-ღამემდე რომ იქ არიან.

სამაგიეროდ, იყალთოს გორაზე ფართი მაინც ჩატარდება, ვინაიდან ამ ივენთის ორგანიზატორები არ შეუშინდნენ ბუნების მოვლენებს. წესით 1 საათზე უკვე უნდა დაწყებულიყო მუსიკა, დამთავრებით კი ხვალ დილის 10 საათზე უნდა დამთავრდეს. კარგი ამ ყველაფერში ის არის რომ ღია ცის ქვეშ კეთდება და თან კარვების ადგილიც ყოფილა (დამაჯერებლად რომ მოვიტყუოთ თავი, ვითომ სულაც არ ვართ თბილისში და ორმაგად გავბედნიერდეთ). სამწუხაროდ, ლაინ-აფი არ არის დიდად მიმზიდველი, კაფე-გალერის რეზიდენტები ხვდებიან ბუდეს და have-never-heard-about-them-beforeებს. და  მაინც, თუ გხიბლავთ ეს იდეა, ახლავე შეგიძლიათ გაეშუროთ დანიშნულების ადგილას.

ვისაც წვიმის იდეაც არ მოსწონს, ღია ცის ქვეშაც არ უნდა და საერთოდ, უფრო "დავარცხნილ" ივენთს ეძებს, 10 ლარის ფასად "დივანში" შეუძლია წასვლა, სადაც 10 საათიდან SvanSikh იმღერებს. ეს ჯგუფი სხვათაშორის საკმაოდ მალე და მოულოდნელად გახდა პოპულარული თინეიჯერებში და ერთ-ერთია იმ ჯგუფებს შორის რომელთა მოსმენის სურვილი არ გამაჩნია, თუმცა თუ სადმე რომელიმე ივენთზე შემთხვევით შემომესმენ, აუცილებლად დავუგდებ ყურს, იქნებ ვცდები.
აქვე ცოტა მოგვიანებით, 12-ის ნახევრიდან უკვე ჟორჟიკა დადგება მიქშერთან (ერთია საკითხავი, ნუთუ "დივანი" კაფე-გალერის ხარჯზე ცდილობს ხალხის მიზიდვას და პოპულარობის გაზრდას, ხუ ნოუზ).

უფრო მიმზიდველად მეჩვენება ივენთი "ვიტამინში" სადაც Catch The Clouds-ის პირველი ლაივ კონცერტი შედგება. სიმართლეს ვიტყვი და ადრე მსმენია მათ შესახებ, თუმცა ტრეკები არ ვიცი და ისედაც, ყოველთვის საინტერესოა დებიუტზე თვალისდევნება, ასე რომ თერთმეტის ნახევრიდან ეჭვი მაქვს საკმაოდ ბევრი პოტენციური მსმენელი შეიკრიბება "მუზაში" (კუს ტბის ასახვევი).

Unique-ის ივენთს რომ შევხედე თავიდან ვიფიქრე ისევ მორიგი უცხოელი ტიპი ჩამოყავდათ (უბრალოდ იმიტომ რომ უცხოელია), მაგრამ ისევდაისევ შემოწმება ვარჩიე თავიდან და შემრჩა ძალიან სასიამოვნო ა-ლა-ოულდ-სქულ ტრეკები რაზეც მშვენივრად შეიძლება კლუბში აქტიურად განძრევა. ვორმ-აფიც არ იქნება ურიგო ვაკო ტ(აბატაძე)სთან ერთად.

ამასობაში კაფე-გალერიში სიხა და ირაკლი შონია დაუკრავენ (როგორც ყოველთვის ამ მომენტში სიტყვაძუნწი ვხდები).

და ბოლოს, ჩემი მოსაზრებით ნაკლებად განსახილველი ივენთები, მაგრამ მე ხომ უნდა ვეცადო რაც შეიძლება ინფორმატიული ვიყო - თბილისის ზღვისკენ ვინც გაეშურებით, იქ ბარი Silver შემოგხვდებათ, ან ხმამაღალ მუსიკას მაინც გაიგებთ და იცოდეთ რომ 8 საათიდან "ბიიჩ" (კიდევ ერთხელ, არა ბიჩ) ფართი იგეგმება გიო გუგენიძის და Soul Deejays თანხლებით.
გუშინ ვახსენე თეთრი ტბა (გლდანში), დღეს უკვე ქასრა, მარგო და ლუი დაუკრავენ და როგორც მითითებულია გახსნიან ზაფხულის სესიებს.

აი ასეთი დატვირთული შაბათი საღამო გველის. წვიმა კი ლუდის ფესტივალის ორგანიზატორების ჯინაზე ჯერ-ჯერობით იგვიანებს.

Photobucket

Friday, July 13, 2012

პარასკევდეკატრიაფობია ხომ არ გაწუხებთ?

Photobucket პარასკევო ლამაზო, სხვა პარასკევი სად არის..
კი არა, პარასკევდეკატრიაფობია ძალიან გავრცელებული ფობიაა მთელს მსოფლიოში, მაგალითად იქ სადაც მე-12 სართულის შემდეგ პირდაპირ მე-14 სართული მოდის, თავს იტყუებენ და უხარიათ. არიან ისეთი ადამიანებიც ვისთვისაც ეს დღე იღბლიანია (მათ შორის მეც), ამიტომ მოდი სახლიდან-ფეხის-გამდგმელი-არ-ვარ მიდგომა გვერდზე გადავდოთ და დავაფიქსიროთ რა ხდება საღამოს თბილისში.

მათთვის ვისაც ჯერ პოეზიის საღამოზე დასწრება სურს, "დიოგენეს" წიგნის მაღაზიაში შედგება გაგა ნახუცრიშვილის პოეზიის საღამო 7 საათიდან. მისი ლექსები მოვიძიე ინტერნეტში ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად, თუმცა მე მგონი მე და პოეზია სულ უფრო და უფრო ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ანკი თანამედროვე პოეტებმა დაკარგეს პოეზიის აღქმა და რაღაც ურითმობებში გონიათ თავს დაიმკვიდრებენ.

ზედა ღონისძიების ალტერნატივაა კინოს ყურება. კინოები და კინო-კლუბები არ გვაკლდა, ახლა უკვე ოფისებში, ბინებში, მალე აივნებზე მოეწყიბა კინო-ჩვენებები. ამჯერად საქმე მიდგა ენგეო "იდენტობას" ოფისზე, რომელიც რუსთაველზე მდებარეობს და უჩვენებენ ფილმს "უიქენდი". თემატურად კი ბატონო, გასაგებია რატომ აირჩიეთ, მე ერთი იმას ვერ ვხვდები რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს სურვილი სადღაც ოფისში რაღაც კინო-ჩვენებაზე მივიდეს პარასკევს 7 საათზე და მერე იმსჯელოს ამავე ფილმზე ვიღაცეებთან ერთად. თვითონ ორგანიზაცია რას ემსახურება ვიცი და მივესალმები, მაგრამ აი ამ კინო-ჩვენებებს რა დატვირთვა აქვს, თუ ვინმე გამარკვევს, დიდად მადლობელი დავრჩები.

გლდანი როგორც ვხვდები მალე თბილისის ცენტრს გაუწევს კონკურენციას, ეს ყველაფერი კი ე.წ. თეთრი ტბის დამსახურებაა, სადაც უკვე ყოველ კვირა ივენთები იმართება. ამჯერად ბიიჩ (და არა ბიჩ) ქლაბ წვეულება მზადდება. თბილისის პირობებში, მითუმეტეს გლდანში რატომ უნდა დაარქვა წვეულებას ეს სახელი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყველაზე ნაკლებად იქნება ზღვის ტალღების ხმაური, ქვიშა და ბიკინებიანი გოგოები. სამაგიეროდ დაუკრავენ ქასრა, ვინმე კრისტალი, ოთკა და "სულიერი დიჯეები" (Soul deejays). სულაც არ ახდენს ჩემზე შთაბეჭდილებას ეს ალაინ-აფი და არც რეკომენდაციას ვუწევ, მხოლოდ ტბის სანახავად წასვლაც დიდად არ მინდა, ასე რომ guyz, this is a big no-no 4 2night.

"დრიადა" გახსოვთ? იყო ასეთი ჯგუფი წარსულში და ყავდათ ერთი მო-გოთ-ო ვოკალისტი თეა, შემდეგ თეამ ბევრი იარა თუ ცოტა გააკეთა ცალკე ჯგუფი Lilla Land (იასამნისფრის სიყვარულში). სწორედ ამ ჯგუფის კ'ა'ნცერტი და ალბომის პრეზენტაცია შედგება დღეს "დივანში". მე ამ ჯგუფს ხარისხიან გოთიკად ვთვლი და შესაბამისად ალბათ ამ ჟანრის ბევრი მოყვარული მოიყრის თავს ივენთზე. ერთი კარგი ნიუსი კიდევ ისაა რომ თურმე ვინც ბარში 10 ლარს მაინც დახარჯავს, ახალ ალბომს საჩუქრად მიიღებს! ვი-ვა ალკაში!

თუ "დივანში" შემორჩებით, 11 საათიდან უკვე დაბსტეპ/დრამ ენ ბეისი ფართი დაიწყება Acid Victim & Telewatt-თან ერთად და რახან ისიც ვიცი ამ სახელების მიღმა ვინ იმალება, საკმაოდ გემოვნებიანი ივენთი უნდა გამოვიდეს.

ამასობაში კაფე-გალერეაში ბერო/ბაჩოს ტანდემი იდგება მიქშერთან.
თუ არცერთი ზემოთხსენებული არ გაკმაყოფილებთ, გაიარეთ Mezzoში, StudioTbilisi Chardinში ან თუნდაც Book Corner Cafeში სადაც "რაღაცეებს" ახდენენ, თუმცა ამაზე დაწვრილებით დაწერა უკვე ზედმეტი იქნება, დიდად საინტერესო არაფერია, დამიჯერეთ. თუ მაინც გაიარეთ და მოგეწონათ, გთხოვთ რეკომენდაცია ქვემოთ, კომენტარებში დააფიქსიროთ.

პარასკევ13საღამომშვიდობის


Wednesday, July 11, 2012

სულაც არაა აუცილებელი უიქენდის ლოდინი, თურმე

გუშინ მე მგონი პირველად გავერთე "პარასკევულად" შუა კვირაში. Fეისბუქის ფეიჯზე კი დავწერე რომ კანუდოსში ლაივი იქნებოდა 9 საათიდან, შესაბამისად მეც წავედი, დავზვერე სიტუაცია და მინდა ვთქვა რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით რომ სიტუაცია და მუსიკა ერთმანეთს შეესაბამებოდა და მართლაც კარგი იყო. და მაინც, იმისთვის რომ 100%-ით გაერთო, აუცილებელ პირობად რჩება ცოტაოდენი ალკოჰოლის მიღება (ცოტაოდენზე ცოტა მეტიც შეიძლება). თვითონ ბენდს რაც შეეხება, ეს კოლექტივი არსად შემომხვედრია, არც კონცერტებზე, არც პაბებში, მაგრამ რეკომენდაცია გაამართლეს, დაუკრეს არადუბლინური და არაბუფალობილური ქავერები (პეროვზე ხომ იცით სადაც არ უნდა შეხვიდე, არა მარტო ერთიდაიგივეს უკრავენ ყველგან, არამედ მგონი სიმღერების თანმიმდევრობასაც არ ცვლიან).

ერთი სიტყვით, ახლა უკვე გადავიდეთ დღევანდელ დღეზე, რომელიც აღსანიშნავია ჯერ მარტო იმით რომ პარასკევი 13-ის წინა დღეა (ვთქვი რა მეც დიდად აღსანიშნავი ფაქტი, უბრალოდ ხვალინდელი დღის მოლოდინი მინდოდა დამეფიქსირებინა. მოლოდინი მოლოდინად და ყველა საიტი რომ თარსობებით გადაიტენება, კარგი თვალყურსადევნებელი იქნება :შავიკატა:).

დღეს საღამოს მორიგი არჩევნის წინაშე ვდგებით:

კვლავ კანუდოსი. ამჯერად არა მარტო ლაივი იქნება 9 საათიდან, არამედ თვითონ ბარის მეპატრონის, ივანე იგივე ვანო იგივე ვანიკოს დაბადების დღეა და იმას ავღნიშნავთ ბუშტებით, შუშუხუნებით, ტორტებით, ფეირვერკებით და ლიმუზინიდან თავამოყოფილი ბიკინებიანი გოგონებით..ხო კარგი ხო, ვიხუმრე. ტორტები და ფეიერვერკები არა და ვიცი მე რაც გაუხარდებოდა კანუდოსში მისულს - ბევრი უფასო ლუდი..და ორიოდ სიტყვა ლაივზე - ხუთშაბათს დრაივის, მაგიდაზე ასვლის და ხტუნვის იმედი არ გქონდეთ. კვლავ ქავერებია, თუმცა წყნარი, დალაგებული, ცოტა ძილისმომგვრელი..ყოველ შემთხვევაში წინა ხუთშაბათს ასე იყო და შესაბამისად დიდად ვერ გავერთე. დღეს იმედია ცოტა გამოცოცხლდებიან.

"დივანში" ამჯერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. იმისთვის რომ ერთ მრავალშვილიან ოჯახს ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, საჭიროა 9ის ნახევარზე დივანში მისვლა, 5 ლარის გადახდა ბილეთში, შემდეგ ბილეთის იქვე დახევა დემონსტრაციულად და უკან გამოსვლა. ლაინ-აფმა გამახსენა ჩემი თინეიჯერობის წლები, რაც ერთის მხრივ კარგია (ო, ნოსტალჟი), მაგრამ მეორეს მხრივ არაფრად არ ვარგა იმიტომ, რომ მონოპლანს, კეშას (ვოდკა ვ ტრაიომ) და ამორალს (იგივე "წერილი") მგონი ახალი სიმღერები წლებია არ დაუწერიათ და სრულებით არასაინტერესოდ მეჩვენება მათი მოსმენა. + ამას საქველმოქმედო კონცერტს რომ აკეთებ და ასეთ ბენდებს ეძახი მე მგონი არაგამართლებულია იმიტომ რომ 

1 - ხალხი ამაში ფულს არ გადაიხდის, თუნდაც იმ 5 ლარს
2 - ხალხი რომელიც ამაში ფულს გადაიხდის მოიტანს მაქსიმუმ 100 ლარის სარგებელს და 100 ლარი მრავალშვილიან ოჯახს ალბათ ნახევარი დღე თუ ეყოფა.
თუ არასწორ გათვლას ვაკეთებ და რამეში ვცდები, დიდად დამავალებთ თუ კონცერტის შემდეგ შემატყობინებთ.

კაფე-გალერეა დღეს "შავ ძმას" - ლენის დაეთმობა, რომლის ივენთები დიდად არ გამოირჩევა ხალხმრავლობით მიუხედავად იმისა რომ იმაზე უარეს ტრეკებს არ უკრავს ვიდრე სხვა რეზიდენტი დიჯეები. ნუ რას იზამ, სტატუსი თავისას შვება ეტყობა, რეზიდენტი მაინც სხვანაირად ჟღერს, თან როგორც არარეზიდენტს შუა კვირაში და "პა პრაზდნიკამ" ეძახიან ხოლმე (აღდგომას მაგალითად. მეც კარგი მოცლილი ვიყავი რომ მივედი საერთოდ, თუმცა მხოლოს შეხედვით დავკმაყოფილდი იმიტომ რომ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი ხალხი იყო თავმოყრილი).

სამაგიეროდ დიდი "დომხალი" იქნება "სენატში" იმიტომ რომ არამარტო "ისთელები და უესთელები" შეიკრიბებიან (East and West side party ვახსენე ადრე და ამჟამად მეორე ნაწილის დრო დადგა), არამედ იმდენი სპეც-გესთი ყავთ ჩამონათვალში რომ მე მგონი სულ არავინ რომ არ მივიდეს, ჯერ მარტო თვითონ ეყოფიან კლუბს. ენივეი, თუ yo yo, ma nigga მოგენატრათ მიდით და მოუსმინეთ Bad Smile-ს და DJ Alex-ს.

ესეც თქვენი ხუთშაბათი. ხევ ფან


Photobucket

Friday, July 6, 2012

შაბათობა ქალაქში ზურგის, ნიკაკოის და ფეშენ-ფართების თანხლებით

Photobucket
 გადავიტანეთ პარასკევი. შაბათის ჯერი დადგა, რომელიც პარასკევს დიდად არც არაფრით ჩამოუვარდება, ივენთების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ალბათ უკვე გაიგეთ რომ ლუდის მოყვარული საზოგადოება ლუდის ფესტისთვის ვემზადებით, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ერთი კვირაა და ცალკე პოსტი ეკუთვნის მითუმეტეს თუ კარგად გავიხსენებთ შარშანდელ დებიუტს. ხვალ კი ფესტის მესვეურებმა ეტყობა გადაწყვიტეს კარგად შეგვახსენონ თავი და ამისთვის აირჩიეს ჯგუფი "ზურგი" რომელიც გამართავს აკუსტიკურ ლაივს შარდენზე, სკვერში თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ბოლო დროს ეს ზემოთხსენებული ზურგი იმდენად ყველგანაა, რომ მოსმენის სურვილი დაგეკარგება ადამიანს. არა, კი ვიცი რომ რამდენიმე ფრიად აღფრთოვანებული ფანი ყავთ, მაგრამ რატომ, რისთვის, რა დამსახურებებისთვის, ამას ჯერ-ჯერობით ვერ მივხვდი.

კვლავ ღია ცის ქვეშ, კვლავ "ვიტამინში" ამჯერად ახალი ივენთი იმართება, როგორც ჩანს ხალხს საბოლოოდ უკვე მობეზრდა ოულდ სქული, დაზეპირებულ/გაზუთხული ტექსტების სიმღერა და შესაბამისად ხვალ 9 საათიდან დიჯეი თორნიკე (შარშან ელექტრონავტები რომ მოიგო?) და ვინმე ნინი კვირჭიშვილი დაუკრავენ/იმღერებენ არ-ვიცი-რას. თორნიკეს ვინაობაზე ძალიან დიდი ხანი იყო მითქმა-მოთქმა, მოდი აღარ ჩავუღრმავდები, უბრალოდ ერთი კითხვა მაინც მაქვს: ვინ არის ნინი კვირჭიშვილი?

ყველაფერთან ერთად კუს ტბაზე ყოფილა ესეთი ადგილი - Kiito Sound Beach, სადაც ხვალ ევოილუციური ფეშენ-შმეშენ ფართი გაიმართება. და სავარაუდოდ მოდელების, და ფეშნ შოუების ნაცვლად დაგვხვდება მხოლოდ ფოტოგრაფები, რომლებიც მოდელების მოლოდინში ბევრ ფოტოს გადაუღებენ დამსწრე საზოგადოებას და მერე დალინკავენ (რაც თავისთავად ცუდი არაა). ძალიან ნასიამოვნები ვიქნები, თუ სასიამოვნოდ გამაკვირვებთ, გლამურულად ჩაცმასაც კი არ დავზარდებოდი და ხელოვნურ წამწამებსაც დავიკრავდი ბოლო-ბოლო.

Unique-ში გრძელდება "ჩამოსულთა" თემა და ამჯერად არჩევანი შეჩერებულია Louie Austen-ზე, რომელიც 10 საათიდან ჯაზის, ელექტრონიკის და რეპის ნაზავს შემოგვთავაზებს, ასე რომ ჩემი პროგნოზით საკმაოდ საინტერესო მუსიკალური ღამე გველის.

"დივანში" საღამო ორ ნაწილად გაიყოფა. დღეს ლადო ბურდულის ივენთი იყო, ხვალ კი უკვე ბაკურ ბურდული იმღერებს თავის მელოდიურ სიმღერებს 9-ის ნახევრიდან.
ნიკა მაჩაიძეც ხვალ გამოჩნდება მუსიკალურ ასპარეზზე და წინამორბედებს გაუწევს კონკურენციას. ღამის 11 საათიდან ლაივი დაიწყება "დივანში". ისე თუ დავუკვირდებით ჩვენი თაობისთვის ნიკაკოი ყველასთვის ცნობილი და ფაქტიურად ასევე ყველასთვის საყვარელია, მაგრამ არ არის გამორიცხული მომავალში ის უკვე ცნობილი იყოს როგორც მაქსის მამა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს უკანასკნელი საკმარისად ნიჭიერია იმისთვის, რომ სულ მცირე საქართველოში აზრიანად გაიქაჩოს თუ მოინდომა. 

ვგიჟდები ხოლმე -  მიუხედავად იმისა, რომ კაფე-გალერეა კაფე-გალერეაა (you know what I mean), მაინც ყოველ უიქენდზე ყველაზე მეტი დასწრება სწორედ ამ "ზავიძენიის" ივენთებს აქვს. ამ ჯერზე ბერო-სიხას განუმეორებელი ტანდემი მოგველის.

ფეშენზე გამახსენდა და...:



Thursday, July 5, 2012

რა-გინდა-სულო-და-გულო პარასკევი

Photobucket

ერთი სული გაქვს როდის მორჩება გამოცდები? უფროსი როდის მოგცემს შვებულებას? როდის გადაყრი საქმეებს, რამდენიმე კვირით ყველაფერ უსიამოვნოს მიივიწყებ და წახვალ სადმე, იქ სადაც არც დილით ადრე იქნები ასადგომი, დღის და ღამის რეჟიმი არეული იქნება, არც თარიღები იქნება მნიშვნელოვანი და არც კვირის დღეები. შემიძლია   თამამად ვთქვა, რომ ჩემი ყოველი ზაფხული სწორედ ასეთია, დღე და ღამე ერთმანეთს ბუნებრივად ებმის და ქმნის ერთ მთლიანობას.

სამწუხარო მხოლოდ ისაა ამ შემთხვევაში, რომ მინიმუმ 4 შაბათ-კვირა კიდევ თბილისში უნდა გავატარო, შენი არ ვიცი და მე დიდად არ ვარ აღფრთოვანებული. 
ასეა თუ ისე, ხვალ მორიგი პარასკევია და შესაბამისად ივენთების სიაც პირდაპირპროპორციულად ვრცელია.

დავიწყებ ცოტაოდენი ლიტერატურით, არა უფრო პოეზიით, თან ეკლექტურით. "დიოგენეში" გიორგი ბუნდოვანთან იქნება შეხვედრა 7 საათზე. ვინაიდან პოეზიით დიდად არ ვინტერესდები, ამიტომ ახლა ვნახე ინტერნეტში ამ პოეტის ლექსები და.. კი, სუბიექტური ვიქნები ამას თუ ვიტყვი, მაგრამ არ ვთვლი რომ რაიმე ახალს ამბობს ეს ადამიანი პოეზიაში..ერთიდაიმავე სიტყვების ტრიალად მეჩვენა, თუმცა ვინ იცის შეიძლება სწორედ ამაში მდგომარეობს თანამედროვე პოეზიის ხიბლი. თქვენ თვითონ შეაფასეთ.

ოუფენ-ეარ ივენთებს განსაკუთრებით ვწყალობ ხოლმე, ამჯერად სრულიად ახალი ლოკაცია აღმოაჩინეს თბილისში როგორც ჩანს - თეთრი ტბა, რომელიც ახმეტელის მეტროდან არის ადვილი მისაგნები, გლდანის პარკთან ახლოს. ივენთი დაიწყება 8 საათზე, ყველაზე საინტერესო ჩემთვის Forestის ლაივი იქნება, კიდევ Stimmhalt იქნება და ორი რეზიდენტი დიჯეი, რომელთა სახელები მგონი პირველად ამოვიკითხე: Garibov & big star. საინტერესოა როგორი "ზვუკი" იქნება დისლოკაციის ადგილას, თუმცა ეს უკვე ადგილზე გაირკვევა.

დიდი ამბებია ე.წ. ვოდკასტვიზიის გარშემო, რომელსაც წლის გალა კონცერტი დაარქვეს - ვინ, რატომ, რა მიზეზით, საიდან გამომდინარე - ეს უცნობია. ასე გამოდის, რომ მეც შემიძლია დავირქვა წლის საუკეთესო ბლოგერი, მაგრამ ეს თვითაღიარებები არ მიყვარს და რას ვიზამ. რომ ვთქვა ლაინ-აფზე გავგიჟდი, არც ეს - Greenbeam & Leonისთვის მივიდოდა ადამიანი. ვერ დავმალავ და ადგილმდებარეობა კი მხიბლავს - ექსპო ჯორჯიას ტერასა.

"დივანი" ტრადიციას არ არღვევს და ორ ივენთს გვთავაზობს, თანაც რადიკალურად განსხვავებულს. 9-ის ნახევრიდან ლადო ბურდულის აკუსტიკური კონცერტი გაიმართება. მახსენდება წლების წინ ლადო როკ კლუბში, ხან ლაივით, ხან აკუსტიკური სიმღერებით. ეს ისეთი მუსიკოსია, რომლის სიმღერებს მე პირადად სახლში არ ვუსმენ, უბრალოდ არ მიჩნდება სურვილი, მაგრამ კონცერტებზე, ლაივში ისეთი "დუხი" მოაქვს, რომ ყოველთვის მინდება დასწრება.
უფრო მოგვიანებით უკვე მაიმუნობები დაიწყება, ოღონდ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გიორგი გიორგანაშვილი აკა ბახალა spanks his monkey. I mean არ ვიცი ეს როგორ მოხდება, ანუ ვერ წარმომიდგენია თვითონ პროცესი, მაგრამ სავარაუდოდ გართობით გავერთობით, მითუმეტეს რომ ლაინ-აფში Zurkin და Ash არიან! გოუ გოუ ბოიზ!

Uniqueში Alma Goldს ელოდებიან და რასაკვირველია ყველა იმიტომ წავა რომ

1)  ქალი დიჯეია
2)  უცხოელია, თან ბერლინიდან ჩამოყავთ რას ლაპარაკობ

მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: იმდენად ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი ტრეკები აქვს რომ კარგით რა. როგორ უნდა იცეკვოთ ამაზე? არამელოდიური ბიტები. ნოუპ, არ ვარგა.

კაფე-გალერიში რეზიდენტი ჟორჟიკა დაუკრავს. (ეს ძალიან მსხვილი წერტილი იყო)

ასეა თუ ისე, წასასვლელი ნამდვილად არის, არჩევანიც მეტ-ნაკლებად, შაბათ-კვირაზე ინფოს ხვალ დავდებ. არა, ხვალ ხომ პარასკევია..კარგი, მაქსიმუმ შაბათს დილით.

ჰევ ფან.


Wednesday, July 4, 2012

ბულიონის მოლოდინში..ანუ იხილეთ პოსტი



ყოველთვის ვამტკიცებდი რომ ამინდი არ მოქმედებს ჩემს განწყობაზე, არადა თურმე მოქმედებს..განსაკუთრებით მიყვარს მოღუშული და ღრუბლიანი დღეები (შაბათ-კვირის გარდა), ცდუნება ნაკლებია, ჩახუთულობაც.. 


ასეთი დღეების ფონზე, საინტერესო ივენთები გვიახლოვდება თბილისში. მათ შორის დღეს ერთგვარი ბულიონი "Bouillon", რაც ინდივიდუალური პროექტების გამოფენას წარმოადგენს. ვერც პოსტერიდან და ვერც ივენთის აღწერიდან შეუძლებელია დასკვნის გამოტანა თუ რა ტიპის გამოფენა იქნება კონკრეტულად- სურათები, ნახატები, ნახაზები თუ მალევიჩის კვადრატისმგვარები, მაგრამ დაინტერესების მიხედვით ფაქტია რომ რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს 7 საათიდან ყოფილ ევროპის სახლში (თუ არ ვცდები, ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის წინ Q ერქვა, მაგრამ ამ ადგილს იმდენად ხშირად უცვლიან სახელს რომ შეიძლება ბოლო აფდეითს არ ვფლობდე). ერთი სიტყვით ძველ მერიასთან რომ მოხვდებით, ლესელიძის კუთხის მიდამოებში მიმოიხედეთ და სადაც შედარებით მეტ ხალხმრავლობას დაინახავთ, იქ შებრძანდით.

ადრე რამდენჯერმე ვახსენე არტროუდი, ახალი კინო-კლუბი, რომელიც ოთხშაბათობით ავანგარდულ და ექსპერიმენტულ კინოს წარმოგვიდგენს, ამ შემთხვევაში ეს იქნება მან რეის მოკლემეტრაჟიანი კინოების ჩვენება. დაიწყება 8 საათზე და ალბათ საინტერესო დისკუსიებით დასრულდება.

ხუთშაბათ უფრო დიდი არჩევანი გვაქვს. ერთ-ერთ წინა პოსტში ვახსენე და ამჯერად უბრალოდ გაგახსენებთ, რომ კვირას დაგეგმილი "Sunday'z Fiesta Weekend" გადმოტანილია ხვალ 5საათიდან, თუმცა თუ წვიმა ხელისშემშლელ პირობად რჩება, ძალიან დიდ იმედებსაც ნუ დაიტოვებთ, იმიტომ რომ პარასკევამდე მაინც ამინდის პროგნოზი სწორედ "სისველეს" გვპირდება. ლაინ-აფი იგივე რჩება რაც წინათ: Ujin Ray, Vako K, Bero და მსგავსები ანუ მუსიკის მხრივ მისვლა ღირს.

ვისაც კინო-ჩვენება უფრო გაინტერესებთ, ხვალ 8 საათზე უკვე "დიოგენეს" კინო-კლუბში კინოკლასიკას ნახავთ - ვიტორია დე სიკას "სასწაული მილანში". რომ დავუკვირდი იტალიური კინო არ მინახავს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ და ძალიან მომინდა ჩავუჯდე, მითუმეტეს რომ სახლის პირობებში არც არასდროს ჩავრთავ დარწმუნებული ვარ ან გადახვევებით და პაუზებით უნდა ვუყურო როგორც ყოველთვის, რაც მთელ ხიბლს ფანტავს.

ხვალ ღამე უკვე ამოქმედდება კაფე-გალერეა, სადაც ბაქარუ დაუკრავს. მახსოვს რომ ერთხელ ნამყოფი ვარ მის ივენთზე და მუსიკა ძალიან მომეწონა, ან იქნებ ალკოჰოლმა მომაწონა. უბრალოდ ერთი ვიცი რომ ერთხელ კიდევ უნდა მოვუსმინო და ჩამოვყალიბდე.

აი უიქენდზე ისეთი ამბები ხდება და იმდენი რომ იმაზე ცალკე მოხსენებაა გასაკეთებელი. ხევ ფან!



Photobucket

Sunday, July 1, 2012

good sunday, lazy sunday

კვირა დღეზე ზარმაცი დღე არის ნეტა სადმე? აი რაღაც თავისებური დღეა. კვირა დილით რომ ვიღვიძებ უკვე სხვანაირ ხასიათზე ვარ, განსხვავებული რაღაცეები მინდება (მაგალითად ყავის დალევა და ვაფლის მიყოლება მაშინ როცა სხვა დღეებში ყავას არაფერს ვაყოლებ, ეს ერთ-ერთი მარტივი ილუსტრირებაა). დღევანდელი დღეც არაა გამონაკლისი თუ იმასაც აღვნიშნავთ რომ ქარიანი და ღრუბლიანი დღეა.

და მაინც, დღესაც არის გართობის შანსები თბილისში. მათ შორის Roof Sundayz, ამჯერად მეორე ნაწილი, ლოკაცია უცვლელია - "კრუიზის" გემბანი. არ დავმალავ და შარშან როდესაც ამ პროექტს ჩაეყარა საფუძველი ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა და ყოველ შემდგომ ივენთს მოუთმენლად ველოდი. მართალია შარშანაც ბევრჯერ ჩატარდა კრუიზში, მაგრამ კიდევ სამი სხვა სახურავიც გამოვიცვალეთ. წელს ორგანიზატორები შეიცვალნენ, ბოლო დღემდე ისე ასაიდუმლოებენ ადგილმდებარეობას გეგონება რაღაც ფურორი უნდა მოახდინონ და ბოლოსწინა დღეს ირკვევა რომ მთელი მისტიკა იმაში მდგომარეობდა რომ არც არაფერი შეცლილა და ივენთი კვლავ რესტორნის სახურავზეა. გარდა ამისა, ლაინ-აფს ვერსად მივაგენი, ვერც წინაზე, ვერც ამ ჯერზე. სამწუხაროა, რომ ხანდახან რაც სიურპრიზად არის გათვალისწინებული, მორიგი ბანალურობა აღმოჩნდება ხოლმე. ვინც დადიხართ "Roof"-ზე, მოგწონთ და ერთობით, იქნებ დაწეროთ კონკრეტულად რა მოგწონთ. მე პირადად გული მწყდება რომ აღარ მაქვს სურვილი ამ ივენთის სერიებზე სიარულის.

საკმაოდ დიდი ხანია ამზადებენ კიდევ ერთ ივენთს, რომელიც საბოლოოდ დღეს ჩატარდება. ეს არის SUNDAY'Z FIESTA WEEKEND კუს ტბაზე. შესვლა აქაც მოსაწვევებითაა. წინა ივენთისგან განსხვავებით ლაინ-აფი მაინც დევს ფეიჯზე, სადაც ნაცნობ სახელებს წავაწყდი - Ujin Ray, Vako K, Bero. ივენთი 5 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ წვიმის ფონზე ჩაივლის, თუმცა ვნახოთ, ვნახოთ.
UPDATE: ეს ივენთი წვიმის გამო გადაიდო და სავარაუდოდ 5-6 ივლისს ჩატარდება.

მოგვიანებით, შარდენზე, სტუდიო 11-ში უკვე Lenny დაუკრავს (Black Brothers თუ გახსოვთ, სწორად იმ "შაიკიდანაა") ვინმე Saniel Beku-სთან ერთად. დღეს მოვუსმინე მის ძველ სეტებს და პრინციპში ცეკვა შესაძლებელი იქნება, უპრობლემოდ და დაუძალებლად. 

და იმედია დამეთანხმება ყველა რომ დღის მთავარი მოვლენა ევრო 2012-ის ფინალი იქნება, რომელსაც მე მგონი ყველა (თითქმის) კლუბი, ბარი, კაფე, ეკრანი, სარკე თუ მინდა აირეკლავს. მათ შორის ალბათ ყველაზე დიდი ხალხმრავლობა თბილისი ივენთ ჰოლში იქნება, ასევე "ვიტამინი" გვთავაზობს დიჯეი სეტს თამაშამდე. ტაბიძის ქუჩაზე BEDLOUNGE TBILISI-ში შეგიძლიათ შეიაროთ, სადაც პლიუსი ისაა, რომ არადეპოზიტური მაგიდები იქნება, თუმცა ეჭვი მაქვს ძალიან ბევრი ლუდი დაილევა. და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კიდევ ერთს ავღნიშნავ - "დივანში" თქვენთან ერთად ფინალს ნიკა ქავთარაძე უყურებს და ალბათ სასიამოვნო+სასარგებლო საღამო შედგება.

ხედავთ რამხელა არჩევანია? ეძახე ამას ზარმაცი.


Saturday, June 30, 2012

ზაფხულის პირველი თვის ბოლო პარასკევი გრატოში

TIGA და ამით ყველაფერი ნათქვამია. 
კარგი, კარგი, კიდევ დავამატებ რამდენიმე დეტალს. 
გრატო-მშვენიერი ადგილია მსგავსი ელექტრონული ივენთების მოსაწყობად.
შიგნით საკმაოდ ცხელოდა, თუმცა იყო ორი ვერანდა სადაც ჟანგბადის შესუნთქვა შეიძლებოდა.
ძალიან დიდი პლიუსი - TIGA დროულად დადგა მიქშერთან, არც დილის 6 საათზე ჩამოსულა და არც მიქსები "მოუჟოშკავს".
warm-up-იც არ იყო ურიგო, ყოჩაღ'თ' ბიჭებო!
მორიგი პლიუსი - ვინაიდან ბილეთი ფასიანი იყო და ღირდა 50 ლარი (აქციით მინიმუმ 30 ლარი) ნორმალური კატეგორიის ხალხი იყო მისული.
აი ისეთი ივენთი იყო მეორე დღეს დილის 9 საათზე სამსახურში წასვლა რომ მოგიწიოს, მაინც რომ გაათენებ (9-ზე არა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით მე მომიწია სახლიდან გასვლა და ძალიან მივქარე).
ასე, რომ შემდგომში TIGA თუ არ იქნება, იმედია გრატოში რამე სხვა საინტერესოს მაინც შემოგვთავაზებენ.

აქვე რამდენიმე ფოტო რისი დაფიქსირებაც მოვახერხე გაბმული ცეკვის ფონზე.


Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket

Photobucket