Tuesday, June 19, 2012

Artroad - ახალი დანიშნულების ადგილი კინომოყვარულებისთვის

გახსოვთ ალბათ ახალ კინოკლუბზე რომ მქონდა პოსტი, რომელიც Loudspeaker-ის (აქ ლენდმარკი ეწერა იმიტომ რომ პოსტის წერის დროს ვუსმენდი და მაპატიებთ იმედია ამ ერთხელ) და ZurGi-ს კონცერტით გაიხსნა. ახლახან შემომხვდა ინფო მათი აქციის შესახებ. როგორც აღმოჩნდა კინოკლუბში ყოველ დღე სხვადასხვა კინოების ჩვენება იქნება, თუმცა ამ კვირის განმავლობაში

ა) დასწრება იქნება უფასო 
ბ) პოპკორნიც უფასო იქნება (იმედია ერთი მუჭა არა, "ცხრა ძმამ გაიყო" პრინციპის თანახმად)

ოთხშაბათობით ავანგარდის და ექსპერიმენტალური კინოს ნიმუშები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ხვალ გოდფრი რეჯოს - "კოიანისკატსი" და ძიგა ვერტოვის "ადამიანი კინოკამერით". მე, როგორც არშემდგარ კინოკრიტიკოსს, მაგრამ მაინც დაინტერესებულ და გარკვეულწილად ამ სფეროში განათლებულ ადამიანს დიდი სურვილი გამიჩნდა კინოჩვენებებზე მისვლის და დისკუსიებში მონაწილეობისაც, თქვენც გირჩევთ. ერთია სახლში კინოს ყურება და თუნდაც შემდეგ სოციალურ ქსელებში გარჩევა და მეორეა ამ სფეროში მცოდნე და მეტნაკლებად გარკვეულ ადამიანებთან ერთად მსჯელობა არავირტუალურ რეალობაში.

შემდეგ უკვე კინო-ფილმები ბრედ პიტის, ჯორჯ კლუნის, შონ პენის მონაწილეობით გავა ეკრანზე, შესაბამისად ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. კვირას იქნება The Future, რომლის ყურება მეც ვერ მოვახერხე აქამდე, არადა ტრეილერიც ძალიან საინტერესოა, ოფიციალური საიტიც, გამოწერილიც მაქვს Future Forecast, რომელიც ავტომატურად მომდის მეილზე ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს რეჟისორი მირანდა ჯულაისგან და დამიჯერეთ, მისტიურად ბევრი რამ ემთხვევა რეალურ მოვლენებს (ან ფსიქოლოგიურად მინდა რომ დაემთხვეს). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: არაჩვეულებრივადაა შერჩეული საინდტრეკები.

აქვე ბარემ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა კინოდან.
შეხვედრამდე არტროუდში ვაჟა-ფშაველაზე.


2 comments:

  1. Landmark რა შუაშია? LOUDspeakers და ZurGi-ს კონცერტი იყო გახსნაზე

    ReplyDelete
  2. მე მაპატიე :/ ლენდმარკს ვუსმენდი ამას რომ ვწერდი და ..

    ReplyDelete