Wednesday, June 20, 2012

ეკლექტური ხუთშაბათი "დივანში"

რაღაც ძალიან გაიწელა კვირის დღეები არა? დღეს მხოლოდ ოთხშაბათია, არადა მგონია რომ მთელი საუკუნეები უნდა გავიდეს, სანამ პარასკევი მოახლოვდება, თუმცა ხუთშაბათს დილიდან ზებუნებრივი გარდატეხა ხდება ხოლმე ჩემში და თანდათან ხასიათზე მოვდივარ, ვივსები თითქოს, ამიტომ ხვალინდელ დღეს განსაკუთრებით ველი, მითუმეტეს რომ კიდევ ორიოდ სიახლე გავიგე. ორივე ფესტივალ-რესტორაცია დივანს ეხება.

პირველ რიგში საღამოს 9-ის ნახევარზე მექსიკელ-ამერიკელი ომარ ტორეზი გამართავს კონცერტს. ძალიან გამიკვირდა რომ ეს მუსიკოსი უკვე მეორედ სტუმრობს თბილისს და მე კიდევ არათუ მის წინა ივენთს დავესწარი, არამედ საერთოდ არ მეცნობა მისი სახელი. არადა პირველი სტუმრობის დროს 2009 წელს კონცერტები გაუმართავს თბილისში, გორში და თელავში, ხოლო მისი მხარდაჭერი ამერიკის საელჩო იყო. განსაკუთრებით იმიტომ მიიქცია ყურადღება, რომ ომარი თავად Tom Waits-თან ერთად მუშაობდა 2008 წლის ტურნეს დროს. ყველაფერთან ერთად კონცერტი უფასოა და რა გიშლით ხელს მიხვიდეთ და რამდენიმე ბოკალ ლუდთან ერთად მოუსმინოთ ამ მუსიკოსს? 

თუ ენერგია შემოგრჩებათ 11 საათიდან უკვე Monkey Slut-ს დაეთმობა "დივანის" სივრცე. რაღაც "მაიმუნებთან" კარგი გამოცდილება მაქვს (Me and My Monkey, მანქი ანუ სალომე ბარკერი, რომელიც ძალიან მესიმპათიურება და სხვა კეთილი მაიმუნჩიკები), და ვნახოთ ეს ტექნო/ჰაუს/მინიმალ/დაბსტეპ "დომხალი" რამდენად გაამართლებს. 

P.S.: Damn dude, check that 'Monkey Slut.'
        Only fifteen bucks!? 
        Yeah, she's a little hairy, but still ...



P.P.S.: რადიატორს ჩახუტებული ომარი..გავცეთ სითბო ხვალ, მას ეს ძალიან სჭირდება





No comments:

Post a Comment