Thursday, June 21, 2012

wet friday?

გულმოდგინედ გადავათვალიერე უიქენდის ივენთები და მე მგონი მზად ვარ პატარა წვლილი შევიტანო თქვენს არჩევანში ამ კვირას.

პარასკევი (ჩვენი თანთი და ოცნება).
Loudspeakers თავს არ გვავიწყებს და ამჯერად დახურულ სივრცეში გამართავს კონცერტს, კერძოდ კი "დივანში", 9-ის ნახევარზე. ვისაც არ მოგისმენიათ მათი სიმღერები ან ერთი სიმღერა იცით მხოლოდ, აკვიატებული გაქვთ და სხვებს ჯერ ვერ "ჩაუსხედით", გირჩევთ თუნდაც last.fm-ზე ჩართოთ (ახლავე მეთქი!). მე პირადად ყველაზე მეტად ვოკალი მომწონს, ტექსტებიც და მელოდიაც, კარგი შეხამებაა ერთი სიტყვით.

თუ "დივანში" დარჩენა მოისურვეთ, არ იქნება ურიგო იმიტომ რომ თორმეტის ნახევრიდან უკვე სხვა ივენთი იწყება - Lasha Craft და DJ Elenika რუსეთიდან. ელენიკას ტრეკებს საუნდქლაუდზე მოვუსმინე და შეიძლება ითქვას რომ არაა ჩემი ჟანრი (ტექ/ჰაუსი), თუმცა შეიძლება ამ მუსიკის მოყვარულებს ძალიანაც მოეწონოთ.

ცოტა მოგვიანებით უკვე კლუბებში გადანაცვლება შეიძლება. Unique-მაგალითად DJ Linus უკრავს 11 საათიდან. ამ კლუბში ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ დღეს საღამოს ბამბის რიგში მოვხვდი და გარედან კლუბსაც შევავლე თვალი. საკმაოდ წარმოსადეგი შენობაა და ისეთია თითქოს რომ გიწვევს თავისთან მაცდურად. მაინტერესებს რამდენად დაემთხვევა მომხიბვლელი ფასადი სიტუაციას რომელიც თვითონ კლუბშია. 

ზოგიერთი კლუბი ორიგინალურ სახელებს არქმევს წვეულებებს და ალბათ ამით ცდილობს თბილისის რეზიდენტების მიზიდვას. ამჯერად სენატმა გადაწყვიტა ამ ხერხს მიმართოს და აკეთებს ივენთს სახელად - Don't Tell Your Boyfriend.. რა ხდება? ნუთუ გოგოებს პარტნიორების ღალატისკენ გვიბიძგებენ? ნუთუ არცერთი გოგო იპოზიორებს ფოტოგრაფების წინ ტუჩებგამობზეკილი და ბოიფრენდებს ჩახუტებულ-ჩაბღაუჭებული? (ხო, ვიცი თქვენი კომენტარი წინამორბედზე: ოჰ, ეს შურიანი! რა ვქნა აბა მე რომ არ მიღებენ ივენთებზე და მრავალასეულიან ფოტოალბომებში არ "მთაგავენ"). ლაინაფზე - Timo Beridze და Misha G. დიდი წარმოდგენა და მოლოდინი არ მაქვს, შესაძლოა იმიტომ რომ არ მომისმენია მათთვის. თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება მათ ივენთებზე ყოფნის, კარგი იქნებოდა ფიდბექი.

აბა რას ვინახავ ბოლოს გემრიელ ლუკმად? 
კი, ეგაა. კაფე - გალერეა რეზიდენტებთან - სიხასთან და კობერტთან ერთად. რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, ეს მაინც ის ადგილია სადაც მიდიხარ მაშინ როცა სხვაგან არსად გინდა წასვლა და მაშინაც როცა ბევრი ფიქრი გეზარება ადგილის ასარჩევად, მაშინ როცა ექსპერიმენტების ხასიათზე არ ხარ, მაშინ როცა ნაცნობი გარემო გჭირდება, მაშინ როცა.. ნუ ხო ხვდებით.

შაბათ-კვირას პირველ რიგში გააუზებას გირჩევთ, მზე და სიცხე მე მგონი არ მოგვაკლდება, დანარჩენი კი ხვალ იყოს.


Uploaded with ImageShack.us

No comments:

Post a Comment