Thursday, June 28, 2012

get get get naked! ანუ როგორ გავიგრილოთ თავი სიცხეში



 თბილისი. ცხელი და ჩახუთული. აღარ არის. ცოტა გავნიავდით ამ კვირის შუაგულში, თორემ უკვე სასუნთქ ჰაერს ვეღარ ვპოულობდი. მთავარია უიქენდი იყოს თაკარამზიანი, საღამოს სადმე გასვლამდე, გემრიელად ბასეინთან რომ გაირუჯოს მთელიკვირანამუშავები ადამიანი. ეს იქით იყოს და დღეს უკვე შევნიშნე გარკვეული ამოძრავება აქა-იქ.

ყველაზე ადრე "დივანი" გვთავაზობს კარლო კაჭარავას პოეზიის საღამოს, რომელიც 8 საათზე დაიწყება და ეჭვი მაქვს ძალიან საინტერესოდ ჩაივლის. სამწუხაროა რომ მე პოეზია დიდად არ მიზიდავს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დავესწრებოდი პერფორმანსს. მოგვიანებით, კვლავ "დივანში" ჯგუფი "ლეჟავები" გამოვა. არც რაიმე მსმენია ამ ფოლკ ჯგუფზე, არც დამსწრეთა მცირერიცხოვანი სია ახდენს დიდ შთაბეჭდილებას, ასე რომ მოდი ვინც დაესწრებით, თავად გამოხატეთ თქვენი აზრი ამ პოსტის ქვეშ (თუ არ დაიზარებთ).

კიდევ უფრო მეტად გაგრილების მიზნით, გრინჩი კაფე-გალერიში გატიტვლებას გვთავაზობს (ტიტველი რა ცუდი სიტყვაა ისე თუ დაკვირვებიხართ, აი რაღაცნაირი მურტალი). "ფართაობა" შუაღამეზე იწყება ასე რომ თუ ჩემნაირად აპირებთ გერმანია-იტალიის მატჩის ყურებას, დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაიძრათ, თუმცა ფავორიტი გუნდის წაგების შემთხვევაში ეჭვი მაქვს ან ჩაცმა, ან გახდა, ან საერთოდ რამე მომინდეს.

მეორეს მხრივ უფრო დიდი დასწრება აქვს კლუბ სენატის ივენთს - East & West Side party. მოსალოდნელია რომ საღამო გაჯერებული იქნება ბიგის, სნუპის, 2pac-ის და სხვათა დაბერებული ჰიტებით, აი ისეთით, სახლში რომ ასი წელი არ მოუსმენ და კლუბში ამ დროს კივილს რომ იწყებ როგორც კი პირველი ნოტები გესმის. კიდევ ერთი პარადოქსი მინდა აქ ავღნიშნო: 1 საათამდე შესვლა უფასოა, ხოლო პირველის მერე 20 ლარი ღირს. რომელიმე ქართველი იხდის ასეთ ივენთში 20 ლარს? უცხოეთში ვიცი რომ არის ასეთი მიდგომა, მაგრამ აქ? 

ხვალ კიდევ უფრო საინტერესო ივენთებია წინ! მათ შორის ერთი სუპერ-მეგა ივენთი, რომელსაც მე მგონი მთელი თუ არა, ნახევარი თბილისი მაინც ელის. ამაზე უკვე შემდგომ პოსტში.


6 comments:

  1. http://www.lat34.com/wp-content/uploads/2010/12/HairyGuy.jpg

    ReplyDelete
  2. Romelia xvalis IvenTi ?? ^^

    ReplyDelete
  3. barem dageqwerat sadaaaa ^^ Tiga

    ReplyDelete
    Replies
    1. vnaxe ukve (( Tiga at Grato building. On Friday, June 29, the weekend’s very special guest Tiga will perform together with Tomma and Nika J. Visuals will be created by Giorgi Mozgovoi.
      In early June tickets are priced at GEL 50, but later they will cost GEL 70

      Delete