Friday, June 29, 2012

Tiga გრატოში - დღის მოვლენა

დღეს რა ხდება კი არა, რა ა ღ ა რ ხდება თბილისში. 
გუშინ ვახსენე და ზუსტად ამ ივენთით დავიწყებ კიდეც - TIGA გრატოში (კინოთეატრ "ამირანის" მოპირდაპირე მხარეს). ორგანიზატორები უკვე ერთი თვეა გვაფრთხილებდნენ რომ ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იყიდება (მარკეტინგული ფანდი), რომ სწრაფად უნდა შევიძინოთ, დღეს კი რასაკვირველია აღმოჩნდა რომ ბილეთები არის, ივენთის დაწყებამდეც ადგილზე გაიყიდება უპრობლემოდ, ყველა ბედნიერია, ველოდებით TIGA-ს და დიდი იმედი მაქვს მე პირადად რომ ღამის 4 - 5 - 6 საათზე არ ჩამოფრინდება თბილისში და როგორმე მანამდეც ჩამოაღწევს. და ვინ არის მაინც Tiga? ის ძველ ბიჭებსაც "ევასებათ" (იხ. სიმღერა I wear sunglasses at night) და სიყვარულით გადარეულ, გულგატეხილ  ახალგაზრდებსაც (იხ. You're gonna want me).

Tiga-მდე თურმე ბარ ლაბორატორიუმში შეიძლება შეკრება და დროის გაყვანა. ადრე ამ ბარს პაპრიკა ერქვა თუ გახსოვთ, პურის მოედანზე, პურ-პურთან და რამდენჯერმე დიჯეი ივენთებსაც დავსწრებივარ. მოკლედ, ადგილი კარგია, იმედია ხალხიც იქნება და რამდენიმე shot-საც გადავკრავთ მოწყურებულები.

"დივანი" თავს არ გვავიწყებს და დღეს ალბათ სულ სხვა კატეგორიის მსმენელს შეკრიბავს წინა ივენთებისგან განსხვავებით. 8 საათიდან მისულებს დინი ვირსალაძის და მისი ბენდის მოსმენა შეგეძლებათ. როგორც ვიცი კონცერტი უფასოა, შესაბამისად დაუფიქრებლად შეგიძლიათ გაეშუროთ და ჩაის/ყავის ან თუნდაც ლუდის ფონზე ჯაზით დატკბეთ.
აქვე დარჩენას თუ გადაწყვეტთ, ცოტა მოგვიანებით გაურკვეველი სახის ივენთი იმართება. არაფერი მკითხოთ, არ ვიცი, ვერ შეგპირდებით (if you know what I mean..)

სავარაუდოდ "ვიტამინში" წინა კვირაში გამართულმა old school party-მ გაამართლა. აბა რითი ავხსნათ, რომ დღეს იგივე შემადგენლობა - სალიო კორკოტა და კოსტა კვლავ იმავე დროს, იმავე ადგილას, ისევ ნოსტალგიურ მიქსს შემოგვთავაზებენ? მართალია გრილა, მაგრამ ვიტამინში პლედებიც არის, ასე რომ კუს ტბის ასახვევში, მუზას ტერიტორიაზე გართობა უკვე საღამოს 9 საათიდან შეიძლება.

კაფე-გალერიში ეკალა დაუკრავს 11 საათიდან. ეს იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ზემოთჩამოთვლილი ივენთი არ გიზიდავთ და "პა სტარომუ, პა დობრუმუ" გართობა გინდათ.

შაბათ-კვირაც მეტ-ნაკლებად საინტერესო გველის მგონი. მანამდე კი:



Uploaded with ImageShack.us

No comments:

Post a Comment