Saturday, June 23, 2012

სუპერმენები, გრინბიმი და ლეონი, სალიო და ბევრი სხვა

შაბათია შაბათი! მზიანი, კაშკაშა, აუზიც მეძახის, მაგრამ სწრაფ-სწრაფად ჩამოვყალიბდენი დღევანდელი დღის (ან უფრო სწორად ღამის) თაობაზე იმიტომ რომ რატომღაც ორგანიზატორებმა ყველაფერი დღევანდელ დღეს დაამთხვიეს და ხვალ მგონი არც არაფერი ხდება.

თუ ფოტომოყვარულები ხართ, ალბათ პირველ რიგში გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში უნდა გაეშუროთ 6 საათისთვის, სადაც ფრანგული ფოტოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს დაათვალიერებთ.

ცოტა მოგვიანებით უკვე დიდი არჩევანი გვიდგას, რომელიც ჩემთვის თითქმის გადაწყვეტილია, ვინაიდან ისევ "დივანი" არ გვაკლებს სიამოვნებას და ამჯერად Greenbeam & Leon დადგებიან მიქშერთან, თუ 11 საათზე მიხვალთ Kancheli-ს ვორმ-აფსაც დაესწრებით.

ეჭვი მაქვს ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება სენატში, რადგან დღეს (მერამდენედ აღარ ვიცი მაგრამ) ჩამოდის Superman Lovers, ჯგუფი რომლის ყველა თუ არა, ერთი სიმღერა (Starlight) მაინც ყველამ იცის და აბა არ-წასვლა როგორ იქნება. ბილეთი საკმაოდ მისაღები ფასი ღირს - 25 ლარი, შესვლა კი 11 საათიდან იწყება. იმდენად ცუდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში ჩამოსულ დიჯეებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ ივენთის დამთავრების ნაცვლად, 6 საათზე შეიძლება სუპერმენები ჩამოფრინდნენ თბილისში, ასე რომ მოთმინება "მოიმარაგეთ", დაგჭირდებათ.

ღია ცის ქვეშ გასართობად 9 საათიდან "ვიტამინში" შეიძლება წასვლა, სადაც ძველი ბიჭები..არა, ოულდ სქული დაგხვდებათ, ძველი ჰიტები, ბექსთრით ბოიზი, ბოიზოუნი, დაიანა როსი და ეს ყველაფერი სალიო კორკოტას შესრულებით, საღამოს გამიქსავს DJ Ikost, ხოლო დრეს კოდი (რომელსაც არავინ არასდროს იცავს) იქნება წითელი.

დღეს გავიგე რომ რკინის რიგში არსებობს კლუბი Click, სადაც დიჯეი კენზო და ჯარჯი უკრავენ. თემატურად წინა ივენთს ეხმიანება, "ნაფტალინ ფართი" ქვია და სავარაუდოდ ბევრი მივიწყებული მელოდია გაიმიქსება.

და ბოლოსთვის რა მოვიტოვე? 
არა, არ გამომრჩა, რათქმაუნდა, "კაფე-გალერეა". აბო და ბერო. (მე მგონი მეტი კომენტარები აღარაა საჭირო).


No comments:

Post a Comment