Tuesday, July 12, 2011

სად აღმოვაჩინე გემრიელი პიცა და ცეზარი

3 ივლისს, კვირას, ლაგუნადან გამოსულმა დამშეულმა დაქალებმა სრულებით შემთხვევით ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ, რომელიც აუცილებლად აღსანიშნია.

მივსეირნობდით რა აღმაშენებელზე და ვფიქრობდით მაკდონალდსში შეგვევლო თუ მაჭახელაში, ერთ-ერთი ახლადგახსნილი კაფის - პიცა დი რომას - წინ ერთმა გოგონამ გაგვაჩერა შემდეგი ტექსტით: "არ გინდათ პიცაზე დაგპატიჟოთ?". ერთმანეთს გადავხედეთ ჯერ, ნუთუ ასე გვეტყობა რომ კუჭები გვიყმუისო და არ შევიმჩნიეთ, ოდნავი ყოყმანის შემდეგ მაინც შევაჭერით ისე აქეს თავიანთი იტალიელი მზარეულები ნამდვილი პიცის გემოს რომ გვაგრძნობინენ.

კაფეში საკმაო სივრცე იყო, პირველ სართულზე არავინ იჯდა, ჩვენ მეორეზე ავაჭერეთ სადაც 2 ოჯახი უკვე მიირთმევდა შეკვეთილ საკვებს. მენიუ მოგვართვეს, იქნებ პიცის გარდა კიდევ რამე მოგინდეთ და შეუკვეთოთო (რათქმაუნდა ჩვენი ხარჯით). სულ რამდენიმე წამში მივხვდით რომ მთლიან პიცაზე კი არა მხოლოდ ერთ ნაჭერზე გვპატიჟობდნენ და მენიუშიც თითო-თითო ნაჭრის ფასი იყო მოცემული, თუმცა საკმაოდ ნორმალური ფასები ჩანდა და გადავწყვიტეთ ცეზარი და წვენები დაგვემატებინა. პიცა საკუთარი არჩევანით მოგვიტანეს - ბონაპარტე. მართალია ნამდვილი პიცა თხელი და კრაწუნა უნდა იყოს და ჩვენი "საჩუქარი" ცოტათი მეგრულ ხაჭაპურს წააგავდა, მაგრამ მაინც საკმაოდ გემრიელი იყო. შეიძლება ჩვენი არჩეული ინგრედიენტებით არჩეული კიდევ უფრო უკეთესი ყოფილიყო. შემდეგ ცოტა ხანში ცეზარიც მოაყოლეს. შემიძლია თამამად ვთქვა რომ აქამდე თბილისში გასინჯულ ცეზარებს შორის ყველაზე საუკეთესო იყო, თანაც მხოლოდ 3 ლარად. პორცია დიდი არ არის, მაგრამ გოგოს ნამდვილად დაანაყრებს, მითუმეტეს თუ პიცას აყოლებთ.

ნასიამოვნებები და დანაყრებულები მადლობებით დავემშვიდობეთ პერსონალს, რომელიც საკმაოდ ყურადღებიანი იყო და არ გამოირჩეოდა ქართველი მიმტანებისთვის დამახასიათებელი სიუხეშით.

ასე რომ თუ ამის შემდეგ აღმაშენებელზე მოხვდით და თან გემრიელად კვება მოგინდათ, შეგიძლიათ სწორედ პიცა დი რომას მიაშუროთ.

ბონ აპეტიტ!








4 comments:

  1. აუ როგორ მშია და ამ ცეზარზე თვალები გამიფართოვდა
    ნალში აქვთ ნუც კიდევ ძალიან გემრიელი ცეზარი, რაც მიჭამია ყველაზე ემტად მომწონს
    ვეძებ ხოლმე გემრიელ ცეზარს და ამასაც აუცილებლად გავსინჯავ :)))

    ReplyDelete
  2. ვაიმე, აი ნალში არ ვიცოდი, აუცილებლად გავსინჯავ მეც და მერე გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები :***

    ReplyDelete
  3. აუ პიცააა მეც მაგრად მომინდააა მადისაღძვრელი პოსტია, და ისეეთ რა შენც რომ მოგინდება ვინემ ასე დაგიძახოს და მიგიწვიოს :) ხამ ერთ ნაჭერზე მაინც

    ReplyDelete
  4. sxvatashoris di romashi yvelaze magari pica "Di Roma" aris :D

    ReplyDelete