Tuesday, July 12, 2011

what happens in the CORNER

ხუთშაბათს, 7 ივლისს ერთმა ივენთმა დამაინტერესა, რომელიც ე.წ. კუთხის ბარში ანუ The Corners Bar-ში იყო დაგეგმილი. ბარი ქიაჩელზე მდებარეობს და იმ ტერიტორიაზე სეირნობისას არაერთხელ შემინიშნავს თუმცა თითქმის გამუდმებით ცარიელი. ამ შემთხვევაში ეკალა, Vako Key, Solar Eclipse, The Forest ლაინ-აფი საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერდა, თუმცა გამიკვირდა რომ ასე ადრე - 7 საათზე იწყებოდა. სადღაც 8 საათისთვის ადგილზე ვიყავით. თავიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო, ძირითადად დიჯეები და მათი მეგობრები, თუმცა ვინაიდან ადრე იყო ყველაფერთან ერთად, ლუდები და წვენები ავიღეთ და მოთმინებით დაველოდეთ გახურებას.

სამწუხაროდ, დრო გადიოდა, ხალხი კი არ ჩანდა, ხოლო ვინც იყვნენ ყველა ერთმანეთს იცნობდა და შესაბამისად მე და ჩემი მეგობარი თავს ზედმეტებად ვგრძნობდით. რათქმაუნდა ესეთი გარემოცვა არასდროს მიშლის ხელს გავერთო და მუსიკას მოვუსმინო ან თუნდაც ვიცეკვო, მაგრამ მაინც - თავს ზედმეტებად ვგრძნობდით. 10 საათისკენ ხალხმა დაიწყო მომრავლება, მაგრამ ისევ მეგობრების მეგობრები მოვიდნენ, რომლებმაც საბოლოოდ ჩვენი ადგილებიც დაიკავეს, რადგაც ბევრნი იყვნენ, ჩვენ კი მხოლოდ ორნი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის დრო რაც ბარში გავატარეთ, არავინ ცეკვავდა, ძირითადად საუბრობდნენ, სვამდნენ და ერთმანეთის მოკითხვაში იყვნენ. მუსიკაც არ იყო ისეთი რომ მაინცდამაინც განძრევა მოგინდებოდა, ასე რომ 10 საათისთვის კარები გამოვიხურეთ და სახლებისკენ გავეშურეთ.

კიდევ ერთხელ რა მატყუარაა ფეისბუქის სტატისტიკა, ივენთის ფეიჯზე 180 ადამიანს ჰქონდა დასწრებაზე თანხმობა მიცემული და კიდევ ასზე მეტი "მეიბი"ში ითვლებიდა, მაგრამ რად გინდა. ერთადერთი იმაზე დამწყდა გული რომ The Forest-ზე არ დავრჩი, დარწმუნებული ვარ ბაჩი ძალიან გაახურებდა ყველაზე ზარმაც აუდიტორიასაც კი.












1 comment:

  1. მართალი ხარ,ძალიან მოსაწყენი რამ იყო..ბოლო ივენთებიდან,ყველაზე მოსაწყენი :/

    ReplyDelete