Monday, July 11, 2011

რა მოხდა 2 ივლისს ანუ ჰამბურგერები ხარისხიანი მუსიკის ნაცვლად

ცხადია, რომ გადარეული პარასკევის შემდეგ ცოტა ამოსუნთქვაა საჭირო , ამიტომ შაბათს როგორც კი არაღუბელსამოფარებული მზე შევნიშნე, ლაგუნაზე წავედი. მგონი ადრე ერთხელ აღვნიშნე რომ საკმაოდ მიჭირს ახალ სიტუაციასთან ადაპტირება, ლაგუნაზე კი წლებია დავდივარ და შესაბამისად ჩემს კალაპოტში ვგრძნობ თავს. აი თბილისში რა ხდება თუ გაინტერესებთ, ეს საუკეთესო ადგილია როგორც ხალხის სანახავად, ისევე ამბების მოსასმენად. ყოველ შემთხვევაში, შაბათ-კვირაობით ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები იმედია დიდი ინტერესით არ აყურადებენ ჩემს თავგადასავლებს, თორემ რაღაც-რაღაცეებს ნამდვილად მოკრავდნენ ყურს.
შოკში ვვარდები ხოლმე ქუსლებზდე (თანაც შპილკებზე!) ამხედრებულ თავ-აწეულ, უაკანლის ქნევით მოსიარულე გოგონებს რომ ვხედავ, შემომხედეთ-რა-მაგარი-ნაშა ვარ გამომეტყველებით. ერთხელაც ფეხი რომ აუსხლდეთ ან კიბეზე ჩამოგორდნენ და გრძელი ცხვირები დაიტეხონ, ნეტა ისევ ისეთი თავდაჯერებულები იქნებიან? აუზია თუ რედისონის მისაღები წვეულება?

ერთი სიტყვით, ისეთი მზე იყო, რომ ჯერ მარჯვენა მხარი ამეწვა, მერე ლოყა დამეჭიმა, მაგრამ როგორც გამოუსწორებელი ხამი, რომელიც მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში ოფისიდან ცხვირს ვერ ყოფს გარეთ, 6 საათამდე გავძელი და სახლისკენ გზაში უკვე აწითლებული ვიყავი და მაისურის გახდაზე ვიცრემლებოდი. საკუთარ მაგალითზე ვიცი, რომ სანამ პირადად არ გამოცდი ამ სიმწარეს, მანამდე არ დაიჯერებ და მე-მაინც-არ-დავიწვები იდეა-ფიქსი იბოგინებს ტვინში, მაგრამ მერამდენედ? ხომ შეიძლება ოდესმე არ გაიმეორო წარსული შეცდომები? არა, ეს მხოლოდ ილუზიაა..შეცდომები მეორდება და ნეტა ეს მხოლოდ აუზზე ან ზღვაზე მზის დაკვრით შემოიფარგლებოდეს, რაღა გვიჭირდა.

აუზის მერე კრემებ-წასმული (სიწითლის დაფარვის მცდელობა) მეგობრებთან წავედით. თურმე არაფერი არაა იმაზე ცუდი და საშინელი ასატანი ბიჭს რომ პათოლოგიური სიმთვრალე აქვს, ყველანაირი კონტაქტის სურვილი დაგეკარგება და ერთი სული გექნება როდის ჩამოიშორებ თავიდან მომავალში ნახვის ყველანაირი უპერსპექტივობით. იმ შაბათს გიო კუკულაძე აკა კუკულსკი უკრავდა ანტიდოტში და ვინაიდან მთელი კვირა აქტიურად აპიარებდა თავის ივენთს, ღამის 1 საათისთვის სწორედ ისევ ანტიდოტში აღმოვჩნდით, მაგრამ ძალიან ვინანე დროის გაფლანგვა ამ მეგა-ფეილისთვის. ჯერ ხომ 5 კაცი იყო კლუბში, იქიდან არავინ ცეკვავდა, მერე რაღაც საშინელი ლათინო-ჰიტები თუ რაღაც გაურკვეველი ჯიშის და წარმომავლობის მუსიკა ისმოდა და იმისი მოსმენაც კი მაზოხიზმი იყო, არათუ ცეკვა. ერთი-ორჯერ ვეცადე მიმეყურადებინა, მაგრამ ამაოდ, შესაბამისად ნახევარი ღამე არა ანტიდოტში, არამედ ზევით, მის კიბეებზე გავატარე ამხანაგთან საუბარში. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მოგვშივდა და ვინაიდან მაკდონალდსი ორ ფეხის ნაბიჯზეა, სარკმელიდან მივეცით შეკვეთა. რაც გვინდოდა ანუ ჩიქენ ნაგეტსის მომზადებას 3 წუთი სჭირდებოდა, იმდენად დიდ დროდ გვეჩვენა, რომ უკვე მზა ჰამბურგერები ავიღეთ და სადღაც თიბილისი ბანკის ცენტრალურ ფილიათან ჩამოვსხედით. გინდა 2 ჰამბურგერი გიჭამია და გინდ კიტრი, არანაირი განსხვავება, ვერაფრით ვერ დავნაყრდით. სანამ მომდევნო გეგმებს მოვიფიქრებდით, ვიღაც აზერბაიჯანელები მოგვადგნენ და რათქმაუნდა ჩვენდა უკითხავად შეეცადნენ პირად სივრცეში შემოჭრას და ჩვენს გვერდით დაბანაკებას. შემდეგ, რომ გამოვეცალეთ უკან გამოგვყვნენ და მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ გული წამივიდოდა ისეთი საშინელი ტიპები იყვნენ..ბინძური, შავი, აუტანელი...სამწუხაროა რომ ღამის თბილისში მსგავსი ინციდენტებისთვის თავის არიდება თითქმის შეუძლებელია.





No comments:

Post a Comment