Friday, July 1, 2011

პარასკევღამობა

ჩემი საყვარელი დღე დადგა
არა, საღამო
ანუ დრო 7 საათის შემდეგ..
იყო პერიოდები როდესაც პარასკევი საღამო ჩემთვის მხოლოდ შაბათს საღამოს დგებოდა იმიტომ რომ შაბათსაც მიწევდა მუშაობა, მაგრამ სიტუაცია დასტაბილურდა და პარასკევმა ისევ თავისი იდენტურობა დაიბრუნა.
თავიდან პარასკევი იყო 2–დღიანი თავის დაღწევა ბაღიდან, მერე სკოლიდან, მერე ნაწილობრივ უნივერსიტეტიდან, ახლა სამსახურიდან, განვითარების პიკია ხო მგონი? მეტი რისგან თავის დასაღწევი შეიძლება იყოს პარასკევ საღამო: ოჯახისგან? ქმრისგან? ბავშვებისგან? ფეხების გაპარსვისგან? საძილე წამლების დალევისგან? არა, შორს წავედი უკვე.

მოკლედ, პარასკევი საღამოა და ჩამოვუყევი დაგეგმილ ივენთებს. თუმცა არა, ვიტყუები, ივენთებს უკვე 1 კვირაა ვამოწმებ, ნუ ისეც არა რომ ყოველდღე შევდიოდე და ვინიშნავდე, უბრალოდ თვალს გადავავლებ ხოლმე რა ხდება.

გუშინ "არდიფესტი" გაიხსნა. ეს არის მოკლე, სულ რაღაც 25–წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი. წელს უკვე მესამედ ტარდება (ნეტა წინა ორს დავსწრებოდი, შედარების საშუალებაც მომეცემოდა). ფესტივალი წელს 5 დღეს გრძელდება და სპექტაკლები 8–ის ნახევარზე იწყება (ოუვერთაიმებზე რომ არ ვრჩებოდე, იდეალური დროა). მერამდენედ მომინდა ვიყო თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი კვლავ, შესვლა 3 ლარი იქნებოდა, ნუ არც ისეა ბილეთის ფასი კატასტროფული – 5,7 ლარი. თუმცა მახსოვს, თეატრალურში სწავლის დროს, თავისუფალ თეატრში უფასოდ შეგვეძლო სპექტაკლებზე შესვლა (რაშიც ბალკონზე ფეხზე დგომა შედიოდა მხოლოდ, მაგრამ ახალგაზრდობაში ეს გვიხაროდა კიდეც როგორც არაფორმალებს).

ისევ და ისევ ზემოთ ხსენებული ოუვერთაიმების გამო, გუშინ გახსნას ვერ დავესწარი, მაგრამ აი დღეს ერთმა საყვარელმა გოგომ მომახსენა რომ თურმე გუშინ ნახა სადღაც ჩემი სტატუსი რომ წასვლა მინდოდა და ორი ბილეთი დაბრონა, ერთი ჩემთვის ,მეორე – თავისთვის. ძალიან მესიამოვნა და ვინაიდან მართლაც მინდა ვნახო რა ხდება დღეს ახალგაზრდულ თეატრალურ სამყაროში, პარასკევ საღამოს სამეფო უბნის თეატრიდან დავიწყებ.

დღევანდელი სამი პიესიდან ყველაზე მეტად "Wodka gorbatchoW" მაინტერესებს, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა აუცილებლად ყველა სპექტაკლს დავესწრები და ვნახოთ რამდენად გაამართლებს სახელწოდება მოლოდინს.

აი თეატრალური გადახვევის მერე პარასკევი ხომ თავის თავს არ დაემსგავსება  ალკოჰოლიზირებული ღამის გარეშე. თან საკმაოდ გემოვნებიანი ორგანიზატორები აკეთებენ ივენთს კლუბ "ანტიდოტში", რომლის ერთ–ერთ წინამორბედ ივენთზე უნდა დავწერო მოგვიანებით. სახელს თუ დავუჯერებთ ფოტოგრაფებისა და მოდელების წვეულებაა, რეალურად თუ ვიმსჯელებთ ალბათ ფოტოკამერა ასხმული გოგო–ბიჭები (დავაკონკრეტებ: ძირითად მასას ვგულისხმობ და არა ყველას) და გრძელფეხება, გამხდარი, შეიძლება სრულიად ულაზათო და დაგრეხილი ვონაბი–მოდელები დაგვხვდეს. ვინ დაუკრავს , მითითებული არაა, თუმცა ისევ და ისევ ფიდბექიდან გამომდინარე, არ მგონია რომ ცუდად შერჩეული დიჯეები იყვნენ, ასე რომ საღამო ცემს ხელშია. შედეგები კი უკვე მოგვიანებით.

თქვენც მხიარულ, გაღიმებულ და ენერგიული ღამის გატარებას გისურვებთ. ნათქვამია, პასაკევ საღამოს როგორც გაატარებ, მთელი უიქენდი ისე იქნებიო (ნუსას სიბრძნეებიდან).



No comments:

Post a Comment