Friday, June 8, 2012

გაპარასკევება ვოლ.###

პარასკევია თბილისში ისევ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ქალაქი მხოლოდ პარასკევობით ცოცხლდება იმიტომ, რომ წინა დღეებიც საკმაოდ დატვირთული იყო, იმდენადაც კი რომ კინაღამ სამსახურიდან გავიქეცი Dub FXისთვის რომ მომესმინა "პიონერთა სასახლესთან" (მოსწავლე-ახალგაზრდობა ძალიან ნუბურად ჟღერს, თორემ როგორ არ ვიცი რა ქვია).

ხუთშაბათს, ანუ გუშინ ივნისის 7 რიცხვში ქოლგა 2012-ის საუკეთესო ფოტოების გამოფენა შედგა. ამ ყველაფრის წინაპირობა იყო შტორმები კვირის განმავლობაში, გუშინ სადღაც 4 საათისთვის უკვე მოქუფრული ცა, აი ყველა შავი ღრუბელი ერთად რომ მოიყრის თავს და გარეთ გასვლის კი არა, ფანჯარასთან მიახლოების რომ გეშინია. არადა წვიმას რა სჯობს, წვიმის სურნელს ქუჩაში, ისეთია - Fresh არის, რასაც ქალაქის რეზიდენტები დიდად მოკლებული ვართ. მოკლედ, ჯერ ივენთის ფეიჯი გადაივსო კითხვებით იმის თაობაზე ჩატარდებოდა თუ არა მაინც გამოფენა მოსალოდნელი წვიმის გამო. გვპასუხობდნენ რომ კი და მეც არ დავიზარე წასვლა, ჯერ ერთი მაინტერესებდა თვითონ ფოტოები რასაკვირველია იმიტომ, რომ მგონი ერთი წელი არ ჩამიგდია და მეორესერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ MAMM (Me and  My Monkey) უკრავდა და იმდენი ხანია თან ლაივი არ ქონიათ, რომ ვიფიქრე გემრიელად მოვუსმენდი.

წვიმა სადღააც 8-ის ნახევრისთვის დაიწყო. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მეგობარი შემხვდა როცა პავლოვზე მოვსეირნობდი და შევიარეთ დიდ პოპულში. პირველად გამიხარდა რომ პოპული არსებობს და ის რომ დიდ პოპულ XLში არის მაგიდები და სკამები. მეგობარი სხვა შეხვედრაზე მიდიოდა, მე ვიფიქრე ჯერ მაინც არ მეჩქარება-მეთქი (გამოფენა 8 საათზე იწყებოდა) და ამიტომ შემოვრჩი პოპულის მაგიდასთან წვიმის გადაღების მოლოდინში. ბევრი ველოდე თუ ცოტა, ცოტა ხანში 2 ბიჭი მომიჯდა ორი 2-ლიტრიანი ლუდით, პლასმასის ჭიქებით და მარილიანი მიწის თხილით მომარაგებული. ერთია, როცა წვიმის გადაღებას ელოდები და მაქსიმუმ 15 წუთი უზიხარ პ ო პ უ ლ ი ს მაგიდას, მაგრამ რატომ, აი რატომ(!) უნდა მოგინდეს ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე (თუ ფულით არა) ადამიანს მანდ ლუდის დალევა! რომელი პაბია, ან ბარი ან პარკი ბოლო-ბოლო. მოკლედ, ეს რა ჩემი საქმეა და ამ ბიჭებმა დაახლოებით 3 წუთში შეერთება შემომთავაზეს. ლუდს ძალიან ცერად კი ვუყურებდი, მაგრამ დათანხმების არანაირი სურვილი არ მქონდა, ცოტა ხანი შემოვრჩი და როგორც კი წვიმა მიწყდა ტაქსი "დავიჭირე". 

საინტერესოა ის, რომ ტაქსისტმა თავიდან ვერც ახალი ხიდი გაიხსენა, ვერც ბუდა ბარი, რომლის ტერიტორიაზეც ქოლგას გამოფენა ტარდებოდა. უკვე კოლმეურნეობაზე ვიყავით, როდესაც გონება გაუნათდა და ხიდთან მიმიყვანა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მარცხენა მხარე დაეჭირა, მარჯვნივ გამიჩერა, აქედანაც არის ასასვლელიო. ტაქსისტების ხამობა ცალკე იყოს და ახლა გამოფენაზე გადავალ.

ის რომ ფოტოები დახურულ სივრცეში იყო გამოფენილი, ეგ კიდევ კარგი, წვიმა იყო მოსალოდნელი, მესმის. ის, რომ ეს სივრცე დახუთული იყო და სუნთქვაც შეუძლებელი იყო თავისთავად, ესეც არაა ორგანიზატორების ბრალი, ისე ადგილი მომეწონა, რაც მართალია, მართალია. მაგრამ აი რატომ იყო ორივე სართულზე 90% უცხოელების ფოტოები ამას ვერ ჩავწვდი. მგონია რომ მეხსიერება არ მატყუებს და რაც მახსოვს, წინა წლებში პირიქით ხდებოდა ხოლმე და ქართველი ფოტომოყვარულების (ფოტოგრაფებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მე მაპატიეთ) ნამუშევრები იყო გამოფენილი საკმაოდ დიდი დოზებით, წელს ასანთითაც კი ვერ მოძებნიდი. ის ფოტოები, რომლებიც ქართველებს ეკუთვნოდათ, შორიდანაც შესამჩნევი და სახასიათო იყო, ან უბრალოდ მე მეცნო პორტრეტებზე აღბეჭდილი თითქმის ყველა ადამიანი და ცხვრის დაკვლის სისხლიანი სცენებიც არ იქნებოდა უცხოური თავისთავად. საბოლოო ჯამში ცუდია რომ ეს გამოფენაც "რაღაც ხომ მაინც კეთდება" კატეგორიაში განთავსდა ჩემთვის იმიტომ რომ წინა წლებზე გამოტანილი ფოტოები ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე წელს.

რაც შეეხება პერფორმანსს, ტეტე ხომ ცალკე დაიხუთა, ხალხს ხომ ცალკე გაგვივიდა წყლები და ბოლოს ვხუმრობდით ტეტეს ნამღერზე დავსველდითო (ნუ პირველმა ეს აზრიც მე გამოვთქვი). რამდენიმე სიმღერის მერე მე არც განძრევის თავი მქონდა, არც ფოტოების გადაღების, მხოლოდ სასუნთ ჰაერს ვეძებდი გამალებით და გარეთ გავედი, სადაც ხალხის უმრავლესობა სწორედ ამ მიზნით იდგა. შემდეგი ჯგუფი Svansikh უნდა ყოფილიყო, რომელმაც სავარაუდოდ დაუკრა კიდეც, მაგრამ ჩემს ძალებს იმ სივრცეში შესვლა აღემატებოდა და ვეღარც მოვუსმინე. პრინციპში იმდენად დახშული აკუსტიკა იყო რომ დიდად გულიც არ დამწყდა. 

ცოტა ხანში დავამატებ რამდენიმე ფოტოს ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. დღეს უკვე Freedom Music Event - ის ჯერია, ასე რომ ტელევიზიის პავილიონში ჰერი-ჰერი!











No comments:

Post a Comment