Monday, June 18, 2012

პოსტი მათთვის ვისაც პარასკევამდე დროის გაყვანა სურს

იმის გარდა რომ მსოფლიოში ფეხბურთომანია გრძელდება, კვირის განმავლობაში თბილისში ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინე. ერთადერთი "კანუდოსში" ხდება რაღაცეები, ნუ ხომ უნდა გავირთოთ თავი შაბათ-კვირამდე.

კერძოდ, ხვალ სამშაბათს იქნება კინო-ჩვენება. არჩევანი გემოვნებიანია, ვერაფერს იტყვი, რობერტ როდრიგესის From Dusk Till Dawn, თან ახალი მთვარე ყოფილა ხვალ და ზუსტადაც რომ თემატურია.

ოთხშაბათს ისევ და ისევ "კანუდოსში" მუსიკის საღამოა, რას და ვის გვთავაზობენ არ ვიცი, მაგრამ ბოლო-ბოლო ლუდი და მეგობრული გარემო ნამდვილად დაგვხვდება მიმსვლელებს.

ხუთშაბათს პინგ-პონგი, კი არა ლუდ-პონგი გაიმართება, ანუ ე.წ. BeerPong. ჩემპიონატში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, მთავარია ხელი გერჩოდეთ, ლუდს სვამდეთ და უბრალოდ გართობის სურვილი გქონდეთ. აი თუ ამის მერე სადმე ახლო-მახლო აქტიური "ტანცი-მანცები" მოგინდებათ, კაფე-გალერიში შეიძლება ტექნოს ფონზე გართობა (ოღონდ ამ დროისთვის დამიჯერეთ ალკოჰოლი საკმაოდ დიდი დოზებით უნდა იყოს შთანთქმული), ჯერ-ჯერობით ვერ "დავტკბი" ვინმე დიჯეი შანშიკას და ნიკალაის დაკრულით, მაგრამ ამბობენ ცუდი არ არისო (არადა მე გამიგია სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ და ყურით არ მოუსმენ, არავის დაუჯეროო).

პარასკევიდან უფრო დატვირთულ რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით. 

აქვე ხვალინდელი ახალი მთვარის აღსანიშნავად ერთი სისხლიანი მერი ჩემგან


No comments:

Post a Comment