Thursday, June 14, 2012

რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს.. პარასკევია

მორიგი პარასკევი! და ამით ყველაფერი ნათქვამი იქნებოდა რომ არა რამდენიმე არსებული ფაქტი:

1. კიდევ უფრო ცხელა ვიდრე გუშინ
2. პირველი პუნქტიდან გამომდინარე ვერ გამოვიძინე
3. დიდად არაფერს ველოდები დღევანდელი საღამოსგან

დღევანდელი დღის ყველაზე გემრიელი ღონისძიება მაგნიტურად მიზიდავს, ვგულისხმობ ნამცხვრების წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ლიტერატურულ კაფეში გაიმართება, ბამბის რიგში (მგონი ერთადერთი ლიტ.კაფეა რომელიც გამომრჩა მხედველობიდან). მსურველები იქვე მოამზადებენ სასურველ ნამცხვრებსო და აი ამან მომხიბლა განსაკუთრებით. მე კი ვაღიარებ და მჯერა, რომ მამაკაცები უკეთესი კულინარები არიან ვიდრე ქალები, მაგრამ ალბათ ყველა ქალში დევს ის "მარცვალი" რომელიც ცხობას, კრემებს და ტარტებს უკავშირდება.

არა, რომ დავფიქრდე, პარასკევს საღამოს ოფისიდან რომ გამოვალ ყველაზე ნაკლებად მაინც ნამცხვრის მომზადება მომინდება. შემდეგ თვალში მომხვდა რაღაც Blues Brothers თემატური ღონისძიება, თუ ივენთი თუ რაღაც მსგავსი, რომლის აღწერაშიც არც ადგილია მითითებული, არც ლაინ-აფი. უკაცრავად, მაგრამ ბლუზ-ძმები რომ არ ჩამოვლენ ეს ცხადზე ცხადია, იქნებ უფრო დაკონკრეტდეთ? შეიძლება ეს რაღაც კოდური სახელია და მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი ვინც იცის და ხვდება თუ სად არის მისტიკური Q (გამოვირიცხე, G-მდე დაახლოებით ვხვდები, მაგრამ Q - ვერ). 

ან ეს "კამი" კლუბი სადაა? ყველანაირი ჰაუსი იქნებაო, გვპირდება აღწერა, მაგრამ აქაც გაურკვეველია ვინმე დაუკრავს, თუ როგორც არცთუ იშვიათად ხდება, ლეპტოპს მიუშვებენ თავის ნებაზე და ავტომატური გადართვის სისტემით ისარგებლებენ.

შემდეგ ცოტა უფრო საინტერესოა ორი ღონისძიება "დივანში". ერთ-ერთი მოვიხსენიე ჩემს წინა პოსტში, პროექტი - Stare at DJ, რომელსაც კარგი ადამიანები აკეთებენ და სადაც ისეთი "ძიჯეები" უკრავენ სხვა კაფე-კლუბებში რომ არ რეზიდენტობენ კვირაში ორჯერ (ხან სამჯერ, ოთხჯერ, შვიდჯერ), ამით არის საინტერესო ივენთი, თუმცა აი მაინც ეს ლაივ სთრიმი! ნოუ! ვერ შევძლებ პარასკევ საღამოს ისევ ლეპტოპთან ვიჯდე და ცუდი ხარისხის სთრიმს ვუყურო (დავიჯერო მარტო ჩემთან უჩვენებდა წინაზე კატასტროფულად?!). მეორე ივენთი "დივანის" ლაუნჯშია და ნიკა წერეთელი დაუკრავს. ძალიან დიდი ხანია ეს სახელი მესმის, ჩემი მეგობრებისგან, საერთო წრეში, მოსმენით კი მგონი სულ ერთხელ მოვუსმინე, ალბათ 6 წლის წინ, მაგრამ "lounch" პროგრამა, ეს რამე ახალია? ალბათ lounge-ს გულისხმობენ, თორემ მეორე მსგავსი სიტყვაა "lunch" ხოლო ლანჩის პროგრამა ღამის 11 საათიდან საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერს.

და აბა რა დამრჩა? რომელი გემრიელი ლუკმა შემოვინახე ბოლოსთვის? რათქმაუნდა კაფე-გალერეა და გიო შენგელია და მე მგონი აქ ზედმეტი კომენტარი საჭირო აღარაა. აქ ხომ ყველაფერი ზედმეტად "მოსალოდნელია".

უიქენდის ინფოს ცოტა ხანში მოგაწვდით. ეს კი პარასკევსაღამოსთვის:


Uploaded with ImageShack.us

No comments:

Post a Comment