Tuesday, June 12, 2012

ოუ იე ფრიდომ!

წინა პარასკევი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, გარკვეული ივენთები იმართებოდა, მაგრამ მე მგონი უმრავლესობამ უპირატესობა FREEDOM MUSIC EVENT-ს მიანიჭა. სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ 1500-ზე მეტი ადამიანი უნდა მისულიყო ტელევიზიის პავილიონში. არ ვარ დარწმუნებული რომ მართლაც ამდენი ხალხი იყო, თუმცა პავილიონი გადაჭედილი იყო ნამდვილად. რატომ? იმიტომ რომ Tiefschwarz (Basti) და Alex Niggeman ჩამოდიოდნენ და უცხოელი დიჯეებით დიდად განებივრებული არ ვართ (აღსანიშნავია რომ წარსულთან შედარებით მაინც უფრო მეტი მეტ-ნაკლებად ცნობილი დიჯეი ჩამოდის). ერთი სიტყვით პავილიონში დაახლოებით 12 საათზე მივაღწიე, მანამდე "წინასიტყვაობა" გვქონდა ვაკის პარკში, საკმაოდ წარმატებულიც. ფაქტია, რომ მისვლისას გიო შენგელია იდგა მიქშერთან და თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ღამე ფანტასტიურად ჩაივლიდა ისეთი ლაინ-აფ ქონდა ივენთს..ნურას უკაცრავად.. არ ვიცი რისი ბრალი იყო, მაგრამ საერთოდ ვერ გავერთე..მუსიკას თან არაუშავდა, თან დიდად ვერ ქაჩავდა, ფაქტია რომ სხვა მსგავს ივენთებზე ბევრად უფრო კარგი დრო მიტარებია, შესაბამისად 2-ის ნახევარზე პავილიონი დავტოვე და გულიც არ დამწყდა თან.. რამდენიმე სურათი მაინც მქონდა ფოტოაპარატში და აი ისინიც..



















No comments:

Post a Comment