Thursday, June 14, 2012

რა სიამოვნებები ხდება "დივანში"

დღევანდელ საღამოს მეგონა სახლში გავატარებდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, "დივანში" აღმოვჩნდი. სხვათაშორის, ჩემს ერთ-ერთ წინა პოსტში ნახსენები მაქვს, მაგრამ მისვლა აქამდე ვერ მოვახერხე (ვერც გახსნაზე, ვერც რომელიმე ივენთზე!). დღეს კი მეგობრული შეკრება ტაბიძეზე გადავწყვიტეთ და არჩევანიც სწორედ ამ ადგილზე შევაჩერეთ.

მოკლედ რომ ვთქვა, მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში..ჯერ-ჯერობით..დაწყებული ინტერიერით, დამთავრებული სერვისით. კერძოდ, კარები რომ შევაღე, პირველ რიგში მესიამოვნა რომ თბილისის დახუთულ ქუჩებს თავი დავაღწიე, ვერ ვიტყვი რომ ძალიან გრილოდა, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. 

მომეწონა ინტერიერი, ცოტათი "ლიტერატურული კაფის" შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ უფრო დახვეწილია, უფრო დიდი სივრცეა და თან ისეთია რომ მარტოც არ მოგერიდება დაჯდომა, მიიტან ლეპტოპს, მოწრუპავ ლუდს ან ცივ ყავას და მშვიდად, შენთვის იქნები. მე მხოლოდ ყავა გავსინჯე ამ ჯერზე, თუმცა ჩემმა მეგობრებმა ჩიზქეიქი დააგემოვნეს და... გამოიყურებოდა გადასარევად! მარწყვი ჩიზქეიქი მარწყვისვე სიროფში, წარმოიდგინეთ, მნიამ..თუმცა გემოთი აღფრთოვანებული ვერ დარჩნენ, შესაძლოა მე მომწონებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი რაც დღეს საღამოს დაწუნებულ "შავ" სიაში მოხვდა სწორედ ეს მ ა ვ ა ნ ი ნამცხვარი იყო..ხო, კიდევ, ცივი ყავა ნაყინით ძალიან ტკბილი აღმოჩნდა. არა, კი კარგია, რომ შაქარი არ გენანებათ, მაგრამ ამდენიც არ შეიძლება (აქ სმაილი მინდა იყოს, მაგრამ პირობა დავდე რომ პოსტებს სმაილების და ყოველგვარი ემოტიკონების გარეშე დავწერ, ამიტომ სმაილი მხოლოდ იგულისხმება).

კიდევ ერთი ჩავარდნა იყო მუსიკა, ეს რა იყო საერთოდ? არა, მესმის რომ სხვა მსგავსი ადგილებისგან განსხვავებული ფლეილისტი უნდა გქონდეთ , მაგრამ ჩამოგვეძინა კინაღამ და ცოტა რომ გაამრავალფეროვნოთ არ უნდა იყოს ურიგო

სერვისი! ძალიან მნიშვნელოვანია! ვინაიდან მაგიდასთან სამი მწეველი ვისხედით, თუნდაც საფერფლის შეცვლა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, მიმტანებიც არ აყოვნებდნენ და ძალიან ოპერატიულად გვემსახურებოდნენ, თან მეგობრულები და ღიმილიანები იყვნენ, ასე რომ ათიანი ამაში, სუპერ!


ერთი სიტყვით, შაბათს განსაკუთრებით ველი, ვინაიდან დიდი ამბები მოხდება ეჭვი მაქვს, თუმცა ამაზე ცალკე პრევიუში გავაგრძელებ სჯობს.

რახან ჩიზქეეიქი ვახსენე, ეს უფრო აპეტიტურად გამოიყურება



7 comments:

  1. კაროჩე,ვიყავი,ცოტა ხანი დავრჩი,მანცდამაინც მუსიკაა რ მომეწონა

    დიდი გულომოდგიენბიტ ველოდები შაბატს

    პ.ს ისა და შენ რომელი იყვი?

    ReplyDelete
  2. მე ივენთზე არ შევსულვარ, ისე ვიყავი და ივენთის დაწყებამდე წამოვედი )

    ReplyDelete
  3. isa da erti kitxva makvs avtortan, ubralod raghac raghaceebis gasarkvevad...
    eventze romel saatamde iyavi? :)

    ReplyDelete
  4. რას არკვევ არ ვიცი, მაგრამ ავღნიშნე უკვე რომ გუშინ ივენთზე ს ა ე რ თ ო დ არ შევსულვარ, მეგობრები ვნახე და წამოვედი )

    ReplyDelete
  5. ah, mashin saidan ici rogori musika iyo?
    O_o

    ReplyDelete
  6. კაფეში რომ ზიხარ, თვითონ პირველ სართულზე, მუსიკა არ მოგესმის ხოლმე , არ ვიცი რადიო აქვთ ჩართული თუ დისკები, ანუ ამ "ფონურ" მუსიკას ვგულისხმობდი და არა ივენთს თავისთავად

    ReplyDelete
  7. ah, gasagebia...

    ReplyDelete