Wednesday, June 13, 2012

კინო კლუბის გახსნა ანუ სად გაქრნენ ვეტერანი მელომანები?

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე დღეს ახალი კინო კლუბის გახსნას დავესწარი. ეჭვი მაქვს, რომ ფოტოგამოფენისთვის და კინოების ჩვენებისთვის, რომელიც ლაივის მერე იყო დაგეგმილი, სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მივიდა (აქ იგულისხმებიან თვითონ გამოფენის ავტორი და ორგანიზატორები). ადგილი კარგია, ადვილად მისაგნები, ვაჟაზე, მეტროსთან. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ არ ვიცოდი რომ კ ა ნცერტი გარეთ იყო, ღია ცის ქვეშ? სასიამოვნო მოულოდნელობა კი იყო, მაგრამ სავსებით სავარაუდოა რომ სულაც არ მქონოდა სურვილი დახურულ დარბაზში მისვლის, ისედაც სუნთქვა შეუძლებელია უკვე.

ეგ კარგი, ისიც კარგი რომ კონცერტი დაგვიანებით დაიწყო.. ალბათ ხალხის შეგროვებას ელოდნენ, ქართველი მსმენელი კი ტრადიციას არ ღალატობს და ღონისძიებაზე რამდენიმე წუთით კი არა ნახევარი, ან სულაც ერთი საათით აგვიანებს, ალბათ ამით აიხსნება რომ ყველაზე მეტი ხალხი მაშინ შეიკრიბა, როდესაც LOUDspeakers, ანუ პირველი ჯგუფი უკვე ამთავრებდა გამოსვლას და ZurGi-ს უთმობდა ადგილს.

ხალხს რაც შეეხება..რა ვთქვა..არა, ჯობს არაფერი ვთქვა და ვიმსჯელო იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მეც ვიყავი პატარა, მეც ვიყავი დამწყები "როკისტი" მაშინ როცა ჩემზე ბევრად დიდი და "ვეტერანი" ხალხი დადიოდა კონცერტებზე და ალბათ ისინიც თვლიდნენ რომ ბევრი არაფერი გამეგებოდა მუსიკაში, მაგრამ აი პიკი იყო, როდესაც ერთ-ერთმა გოგონა ჩამოჯდა და მეგობართან ერთად წიგნის კითხვა დაიწყო..კინაღამ შევძახე: "ეი, გოგონი, აქ ვართ", მაგრამ რად გინდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს როგორც ჩანს..ერთი კითხვა მაინც რჩება: სად არიან მოზრდილი მსმენელები? ძალიან დიდი ხანია ბავშვების მეტი არავინ დადის კონცერტებზე, არა კი კარგია, რომ აინტერესებთ და სიმღერების ტექსტებიც დაუზეპირებიათ, ხტუნვაც უყვართ და თავის ქნევაც, მაგრამ ჩემთვის ასეთ აუდიტორიაში ყოფნა არასაინტერესოა, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ ვწუხდები. საინტერესოა, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე მეტალისტი მოძრაობდა "Slayer"-ის მაისურით, ნეტა ეს მეტალის ახალი პროპაგანდაა თუ რამე ყურადსაღები გამომრჩა? ხუ ნოუზ..

გაგანია კონცერტში ჟურნალისტი მომადგა მიკროფონით, დიდად კი ვეცადე თავი ამერიდებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჟურნალისტიც და ოპერატორიც ჩემი ძველი, კარგი ნაცნობები აღმოჩნდნენ და ფაქტიურად "დამაძალეს" კომენტარის ჩაწერა..არადა როგორ არ მიყვარს კამერა..მძაგს! ესეიგი აწი "ტელეზვიზდებს" კიდევ ერთი ადამიანი შეემატება ჩემი სახით, მე კი რასაკვირველია სიუჟეტიდან ჩემს სახეს, სახელ-გვარითურთ დავა"სქრინშოთებ" და სოციალურ ქსელებში გამოვდებ იმიტომ რომ რავიცი, ასე შვებიან ხოლმე ადამიანები "გატელევიზორების" შემდგომ..

LOUDspeakers-ის გამოსვლა მართლაც კარგი იყო, ჟღერადობაც უწყობდათ ხელს და "დუხიც" იგრძნობოდა. შემდეგ უკვე ZurGi-ს ჯერი დადგა, რომელზეც აღარ დავრჩი იმიტომ, რომ მუსიკის სათანადო დოზა მიღებული მქონდა და ქუჩაში სეირნობა ვარჩიე. მითუმეტეს რომ ფოტოგამოფენა და კინოების ჩვენება მხოლოდ "მიწვეული სტუმრებისთვის" იყო და არა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის.

თბილისში ის ხდებოდა, რომ ნებისმიერ ფაბში, კაფეში თუ სახინკლეში (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით) ეკრანზე ფეხბურთს აჩვენებდნენ, არაა ხომ გასაკვირი? 

ფოტოები იტვირთება და სუულ ცოტა ხანში დაიდება.























13 comments:

  1. ძველი მელომანებიო !!!სად წავიდე ერთი მითხარით,ინდი როკის ცუდი ვარიანტის მოსასმენად? "დუხი" იყოო ბრძანებთ,რომელ დუხზე ამბობთ მუსიკალურზე ? ეგ შეიძლება...მაგრამ წიგნს რომ წაიკითხავს ადამიანი იმ კონცერტის საერთო დუხის არ მჯერა...შეიძლება ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს :)
    პ.ს.ქა- რთუ - ლად !!!ქართულად უნდა იმღერონ პირველ რიგში...და მარტო კარგი დაკვრა არ არის ჩემთვის როკი,განცდა თუ არ დევს...მე შენ გეტყვი და შვეიცარიაში ვცხოვრობთ და განსაცდელი არაფერი არაა...

    ReplyDelete
  2. მესმის ბენჯი შენი, დამიჯერე, და ამიტომაც არის რომ უმეტესწილად ელექტრონულ მუსიკის ივენთებზე გადავედი, იქ იცი მაინც წინასწარ რას უნდა ელოდო , აქ კიდევ გაქვს ბევრად მეტის მოლოდინი და გეძლევა მინიმალური..უბრალოდ ხანდახან მინდა ხოლმე ძველი დროის გახსენება, ამის ნაცვლად კი ვიგრუზები და მოვდივარ მერე ხასიათამჟავებული, ვოტ ტაკ ვოტ.

    ReplyDelete
  3. ნუთუ არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს და ვიზრუნოთ რომ უკეთესიც გვქონდეს?
    სანამ ვინმე გამომეკიდება და მეტყვის რომ "მუსიკის დუხს" აყოლილი ტინეიჯერი ვარ
    ჰა ინებეთ გადახედეთ http://www.last.fm/user/FiryRoby და რაც გინდათ ის გიქნიათ.
    ამ ლაივზე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი ვინც ტექსტებს გაყვიროდა და ხტუნავდა. ცუდია?
    ალბათ სჯობდა ფსევდო ინტელექტით აღსავსე გამომეტყველება მიმეღო ადგილიდან ფეხი არ მომეცვალა და მეკრიტიკებინა 15-16 წლის ბავშვები. ვიღაც წიგნს კითხულობდა? და რა? 50-მა თუ არა 40-მა პროცენტმა იცოდა სად იყო და რას აკეთებდა. არა?

    ReplyDelete
  4. რანაირი სტატიაა? ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ pms გქონდა ამას რომ წერდი. რას მოითხოვ ?

    ReplyDelete
  5. არც პმს მქონდა და არც რამეს მოვითხოვ. უბრალოდ გამოვხატავ რა ხდება დღესდღეობით და იმას, რომ არ მომწონს არც ჯგუფები დიდად და არც აუდიტორია.

    ReplyDelete
  6. Durie, მე მგონი ჩემს პოსტში ძალიან გარკვევით დავწერე და ციტირებას გავაკეთებ თუ ვერ წაიკითხეთ: "მეც ვიყავი პატარა, მეც ვიყავი დამწყები "როკისტი" მაშინ როცა ჩემზე ბევრად დიდი და "ვეტერანი" ხალხი დადიოდა კონცერტებზე და ალბათ ისინიც თვლიდნენ რომ ბევრი არაფერი გამეგებოდა მუსიკაში". და საერთოდაც საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მეც და მათ შორის შენც რათქმაუნდა. P.S.: 40% შენ თუ გგონია რომ მისასალმებელია, აი მაგაში ვერ დაგეთანხმები.

    ReplyDelete
  7. მემგონი ის პერიოდი გამოგრჩა ეგ 40%-იც რომ არ არსებობდა. "როკისტი" კომპლიმენტად ვერ აღვიქვი, ბოდიში! ალბათ ვერც ის ბავშვები ვერ აღიქვამდნენ ამას რომ კითხულობდნენ, მაგრამ ეგეც არაუშავს.

    ReplyDelete
  8. მე მგონი არ გამომრჩა, საერთოდ ცოტა და ხარისხიანი იყოსო, ხომ იცი.. და არა, "როკისტი" კომპლიმენტი არაა, თუმცა ცნება "როკიზმი" საკმაოდ გავრცელებული ტერმინია ;)

    ReplyDelete
  9. ის ფაქტი, რომ კონცერტის მეორე ნახევარს შეგნებულად არ დაესწარი ყველაფერს ჰფენს ნათელს :დ

    ReplyDelete
  10. ფრაზეოლოგიებზე მოდი ნუ მესაუბრები. გადახედე პოსტს. წერტილმძიმე, ტავტოლოგია. სირცხვილია. შესაძლებელია, იგივე შეცდომებს მეც ვუშვებდე, მაგრამ ბლოგერობაზე არ მაქვს პრეტენზია. ჩემი ზედა პოსტი სარკაზმით იყო გაჟღენთილი იმედია მიხვდი, თუ არა და არც ეგ არის პრობლემა. წარმატებები და ბევრი მკითხველი (მე ნამდვილად არ მინდა მათ რიცხვს მივეკუთვნებოდე) პკ

    ReplyDelete
  11. პატარები ხართ ჯერ და გწყინთ და იბუტებით, ეგ არაფერი, გაიზრდებით და მიხვდებით რას ვგულისხმობ.

    ReplyDelete
  12. საერთოდ ეგრე იყო და ეგრე იქნება,ძველი თაობა ყოველთვის იფიქრებს რომ ახალი არის აგრესიული, ცინიკური და არაფრის მცოდნე !!! ასე ეგონათ ჩვენზე და რომ არ მოგატყუოთ ასე მგონია მეც თქვენზე:)რაც არ გახლავთ მართალი.ოღონდ იმ განსხვავებით რომ ყველა წინა თაობა მოკლებული იყო იმ ინფორმაციას რაც თქვენ გაქვთ(ეხლა არ დავიწყებ იმის მოყოლას თუ როგორ ვშოულობდით ვინილებს) ხოდა ამიტომაც იუტუბის და გუგლის ეპოქაში ცოოტა მეტი ინტერესი და ცეცხლი მინდა დავინახო თქვენს თვალებში ეგ არის და ეგ...აბა გკოცნით გეხვევათ და გივარდებათ წელში თქვენი ბენჯამენი :))

    ReplyDelete