Tuesday, June 12, 2012

დასიცხული "პრევიუ"

დღეს სამშაბათია და მინდა ამ კვირის პატარა პრევიუ გავაკეთო მითუმეტეს, რომ ამ სიცხეში სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ცოტა გასართობ და სახალისო ღონისძებებს ველოდოთ, რამდენიმე ივენთს მართლა სულმოუთქმელად ველი, დანარჩენებიც მესიმპატიურება, საინტერესოა რამდენად გაამართლებს ჩემი მოლოდინი ამჟამად.


პირველი სიკარგე არის ხვალ კინო-კლუბის გახსნა. მართალია არ ვიცი რამდენად გაამართლებს კიდევ ერთი მსგავსი ადგილი თბილისში, ისედაც დიდ კინო-თეატრებშიც კი არ დადის ხალხი, მაგრამ ფაქტია რომ ეს ადგილი მარტო კინოს ნახვას არ ემსახურება. ხვალ Artroad Cinema Club-ში სამი სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყობა, ყველაფერი დაიწყება LOUDspeakers-ის და ZurGi-ს "კანცერტით", რაც ალბათ მელომანების მოსაზიდად იყო გათვალისწინებული, ჩვენ ხომ თითქმის ყველგან დავდივართ სადაც რაიმე ლაივია, აბა მარტო კინოს ჩვენება იყოს, მივიდოდა მაქსიმუმ 10 კაცი. შემდეგ უკვე მოყვარულ ფოტოგრაფებს დააინტრიგებს მარიამ სიჭინავას ფოტოგამოფენა, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ მოსაწვევებითაა, ლოგიკას დიდად ვერ ჩავწვდი: კონცერტს ესწრება ყველა და შემდეგ მხოლოდ "რჩეულნი" შედიან გამოფენაზე? wtf.. ამის შემდეგ იქნება კინოების ჩვენება ასევე მოწვეული სტუმრებისთვის (და ჩვენ, ფეისბუქის მოკვდავი მოსახლეობა აქაც არ დავიშვებით). ნუ, ასეა თუ ისე, ეს ამბავი ვაჟა-ფშაველას 76ბ ნომერში მოხდება და დიდად ვეცდები მუსიკალურ ნაწილს მაინც დავესწრო, ვინაიდან ის ყველასთვისაა განურჩევლად სტატუსისა (ბრავო!).


შემდეგ უკვე ნანატრი პარასკევი მოდის და ახალგახსნილ ფესტივალ - რესტორაცია "დივანში" პროექტ Stare at DJ-ს ლაივია. სხვათაშორის, "დივანში" მართალია ჯერ ვერ მივაღწიე, მაგრამ მგონია რომ კარგი იდეაა და არ არის გამორიცხული უკვე ყელში ამოსულ კაფე-გალერეას გაუწიოს სათანადო კონკურენცია თუ კარგ ივენთებს გააკეთებენ. ერთი რამ რაშიც დიდ აზრს ვერ ვხედავ არის ის, რომ Stare at DJ ძირითადად გათვლილია ლაივ სთრიმზე, ამას წინათ ერთხელ ჩავრთე ეს თქვენი ლაივ სთრიმი და საერთოდ ვერ ვისიამოვნე, ვერ ვხვდები ვინ იჭერს ამის მუღამს, როგორც ვხვდები ესეც "რჩეულებისთვისაა" და მხოლოდ ახლობელ-მეგობრები ხვდებიან რეალურად მოქმედების ადგილას, დანარჩენებმა კომპიუტერთან უნდა ვაქიცინოთ თავები..დიდად მომხიბვლელად არ ჟღერს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პარასკევი იმის პარასკევია სადმე გ ა რ ე თ გახვიდე და გაერთო და არა იმისთვის მოქცუნდე სახლში რომ ისევ ეკრანს მიუჯდე.

შაბათ-კვირა მე მგონი უფრო საინტერესოდ განვითარდება, ეს კი შემდეგ პოსტში იყოს, ცოტაოდენი ინტრიგა ყოველთვის საჭიროა.




Photobucket

No comments:

Post a Comment